შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეზო ამაშუკელის ხსოვნას


21-02-2022, 03:23
ნანახია 7 917

დრო დადგა, დიდი ჭირნახულით წარსდექ უფალთან,
ღირსეულ მგოსანს პატივგებით შეგხვდა უფალი,
იყავ იმედი უქრობელი ქვეყნის მწუხართა,
მსახური ნათლის, დაუღლელი რისხვა ყრუ ფარის...

დაუოკებელ მიზანსწრაფვით პოეზიურით,
მამულის ციაგს დაექარგე ქება-დიდებად,
ხოლო ზეცაში საბუდარი ჰპოვე მზიური,
რომელიც დროში არასოდეს დაიბინდება.

როგორც სჩვევიათ, რეალურად, ხოლმე ტიტანებს,
გამორჩეული, განწმენდილი რწმენის ცხაურით,
შენ სასიტყვეთში მუზის სუნთქვა შემოიტანე,
თავისთავადი, უჩვეულო და უცნაური...

სანამ ზეცისკენ სულმა შენმა ლაღად გაცურა,
რომელმაც ბევრჯერ დააბლაგვა დანა მსტოვარის,
საამსოფლოში ყოფის მაცნედ ენთე კაცურად,
სამშობლოს ხონჩა გაამდიდრე დანატოვარით.

რადგან შეჯიბრში ყოველგვარი სძლიე სიმძიმე,
შეინარჩუნე ფერთაცვლაში სხივთა დინება,
იქ, ვარსკვლავებთან შენი სული სულ იციმციმებს
და ბოროტებას ულმობელად შეერკიდება.

რადგან ზეცაშიც საუკუნო ქროლვა გრძელდება,
უნარჩუნდება ადამიანს განცდის სურვილი,
შენ ფრთონვის ჟინი არასოდეს გაგინელდება,
შთაგონებას ვერ გაგიქარწ....ბს ზეცა ბურვილიც.

ბედნიერი ხარ, ცად დატკბები ხმებით მრავალთა,
სამზევეთში რომ ღუღუნებენ სულსხვანაირად,
შენ ხარ ჟინჟღილი დღეგრძელობის შთამომავალთა,
მრავალჟამიერ მაგ შენს უკვდავ ჩანგს და დაირას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent