შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარ შეგრჩა, ხსოვნა სიცოცხლის


16-10-2018, 19:48
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 765

სევდიან ქარებს წვიმიანი ზეცა აყუჩებს
და ლელიანის მინდვრებისკენ ირღვევა გზები,
ჩაახშეთ ფიქრი, გარდაცვლილთა სუნთქვა მდარაჯობს
და მიორმაგებს იოტის განცდას წარსულის ხმები.
დამპალ ჭაობში დაღალული სხეული გმინავს,
და სუნთქვის კვალსაც უქრობს რწმენის გაყოფა ორად,
არ ჩანს იმედი, არც ბილიკი უხმობს ჩემამდე
ვეღარ ებრძვის ყველა ფიქრებს, დარჩენილს ოხრად.
წყვდიადისფერად შემოსილ ტყეში იდებს სარეცელს,
ნეტავ თუ ახსოვს, სიკვდილამდე რა ღიმილს ქსოვდა,
რადგან წასულებს, აღარ შერჩათ ხსოვნა სიცოცხლის,
ან სადღა შესძლებს გზააბნეულ მეგობრის ცნობას.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შესანიშნავი ლექსია, რასაც არ უნდა დაეწერა ეს ლექსი, ის ყველა წინაღობას გადალახავს.
დიდი ხანია ასე ლექსი არ მომწონებია

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლაზარე 13
შესანიშნავი ლექსია, რასაც არ უნდა დაეწერა ეს ლექსი, ის ყველა წინაღობას გადალახავს.
დიდი ხანია ასე ლექსი არ მომწონებია

დიდი მადლობა ლაზარე, მიხარია რომ მოგეწონა, მითუნეტეს,ვიცი შენ როგორი კარგი პოეტი ხარ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი შეფასება

 


№3 სტუმარი ნათია 41

ენ აღარ ვიცი რა გითხრა, პოეზიაში უფრო მაგარი ხარ თუ პროზაში,ერთი რაც ვიცი ისაა რომ კალამი გვერდზე არასდროს გადადო და ეს ემოცია, რაც შენს სულში ბობოქრობს გამოუშვი. დაე წაგვლეკოს უზომოთ კმაყოფილი ვიქნები. და შემდეგ მე ამაყად ვიტყვი რომ ეს ჩემი საყვარელი მწერალია რომელსაც ჩენს ემოციას ვუზიარებდი. რომ მე მის ნაკვალევს მივყვებოდი და ვისრუტავდი ყოველ სიტყვას და რომ მისი ყოველი ახალი შერევრის თანაზიარი ვიყავი
მადლობა

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია 41
ენ აღარ ვიცი რა გითხრა, პოეზიაში უფრო მაგარი ხარ თუ პროზაში,ერთი რაც ვიცი ისაა რომ კალამი გვერდზე არასდროს გადადო და ეს ემოცია, რაც შენს სულში ბობოქრობს გამოუშვი. დაე წაგვლეკოს უზომოთ კმაყოფილი ვიქნები. და შემდეგ მე ამაყად ვიტყვი რომ ეს ჩემი საყვარელი მწერალია რომელსაც ჩენს ემოციას ვუზიარებდი. რომ მე მის ნაკვალევს მივყვებოდი და ვისრუტავდი ყოველ სიტყვას და რომ მისი ყოველი ახალი შერევრის თანაზიარი ვიყავი
მადლობა

მადლობა შენ, რომ ჩემი გჯერა. იცი რამხელა ბედნიერებაა, სრულიად უცნობი ადამიანი როცა შენს თითოეულ სოტყვას ახსნის გარეშე გებულობს და შენი რწმენა აქვს? ენით აღუწერელ სიხარულს ვგრძნობ ყოველთვის, შენ როცა გკითხულობ. პირობას გაძლევ, რომ პირველი ყოველთვის წერა იქნება ჩემს ცხოვრებაში და არასოდეს გავაგდებ ხელიდან კალამს ან კლავიატურას. მინდა, ულიმიტოდ, განუსაზღვრელი ვადით დარჩე ჩემ მკითხველთან, რადგან იშვიათი ხარ, გადაშენების პირას ხარ და ასეთი იშვიათი ექსპონატიც ჩემთვის გაიმეტა სამყარომ? მემგონი, მე უფრო გამიმართლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent