შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვლავ სისხლიანი ოცდასამია...


26-02-2022, 00:09
ავტორი სოფოკო
ნანახია 9 965

გაისმა ცაში ხმა ბომბდამშენის,
სიკვდილის დროშა ფრიალებს ელვით,
გამოდის ხალხი, ხელთ აქვთ ოცნება,
დაიძრა სულის ტაძარი მრევლით.

მიწა იხორცებს ბავშვების სხეულს,
შუაში გლეჯენ პატარა გულებს,
ეს ისტორია კვლავ შეინახავს
ჯარისკაცების ცრემლებს და სულებს.

და ბოლო ფრაზებს, ბოლო ,,მიყვარხარ".
ბოლო ,,ნახვამდის" ან ,,კიდევ გნახავ",
ბოლო ,,კარგად ვარ", ,, მალე ჩამოვალ",
შენ კი დგახარ და მათ სიტყვებს ლახავ?!

ადამიანო, კაცი არა ხარ?
რითი არ გყოფნის სისხლის მდინარე?!
შეხედე! ბავშვი წავიდა ცაში,
დედას გონია ის კვლავ მძინარე.

ცეცხლი ბრიალებს, ცხედარი იწვის,
თვალის ფერია მებრძოლი ისრის,
კიდევ ზარს გზავნის შვილის სახელზე,
მაგრამ პასუხი ზეციდან ისმის.

ოცდასამია... ისევ და ისევ,
ისევ და ისევ გრძელდება ხმები,
სული წაართვი და საზღვარს მიღმა
დაახოცინე ერთმანეთს ძმები.

ცას დასდებია კვლავ ნაცრისფერი.
შეშფოთებაო თურმე გამოთქვეს,
შიშით მოცული ქვეყნის იმედად
ძლივს ერთ სიტყვა სადღაც ამოთქვეს.

ეს არის დიდი ადამიანი?
ამით ამაყობს კვლავ დედამიწა?
ეს არის რწმენა, ჩვენ რომ გვასწავლეთ?
რა დეგრჩენით? დედა და მიწა!

ვიცი იბრძოლებს, ბოლო სუნთქვამდე
წინ მიუძღვებათ უშიშრად ლომი.
შენ გეშინოდეს მისი თვალების!
რადგან მან უკვე მოიგო ომი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent