არდაბრუნება
მონარინჯისფროდ შემოადნა ღამე განთიადს, კვლავ მონატრების მარწუხებში იბუდებს ვნება... მხოლოდღა სულის სიმარტოვე მოითხოვს შველას, რადგანაც, ამ ლექსს ასე ჰქვია, არდაბრუნება... იასამნისფერ მარტოობას რითმებად დავღვრი და რძისფერ ნისლში შევაცურებ ოცნების ნავებს... შენს მოლოდინში დარდისა და ცრემლისგან დაღლილს, უსასრულობის შიში დაჰკრავს სევდიან თვალებს... კოცნა მოსწყურდა სიცივისგან დასუსხულ ტუჩებს და მოფერება მოენატრა დაღვენთილ სხეულს... შემოეფეთა შენი სახე ქვად ქცეულ ქუჩებს, ეს სტრიქონებიც პულსად უცემს ძველისძველ რვეულს... .............. შენზე ფიქრსა და ოცნებებში თენდება ღამე. ბროწეულისფრად აგიზგიზებს დილას ბუნება. იმედი ჩნდება მოღრუბლულზე გამოდარების, თუმც, ამ ლექსს მაინც ასე ჰქვია, "არდაბრუნება" 2011წ დეკემბერი L.T. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.