შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩიორას


20-04-2022, 14:59
ავტორი WIN
ნანახია 1 081

სასურველია მთვრალმა წაიკითხოთ

აი კვლავ გავიღვიძე,შემოეფეთა მზერას მზის სხივი
და ამ მზის სხივში გახვეული ჩემი სხეული
უცილობელი სიამოვნებისგან ისე კრთის,იღიმის
რომ დაივიწყა სულის ამბები,თავგადასავლები

მე აღარ მესმის საიდან მოვედი
და აღარც ის ვიცი სად ვარ ან საით მივდივარ
ვკმაყოფილდები ოქროსფერ კალთა ზეიმით
იმით,ცოდვააო ერთ ხმად რომ შესძახა გზა აბნეულმა ხალხმა

ცოდვას არავცნობ.ვცნობ მხოლოდ სხივებს და მის სიკეთეს
ოქროსფერ სხივებს რომელიც მათბობს
მზის კალთას,ჩემს გაყiნულ გულს რომ ალღობს
წუთისოფლის ცივი წვეთებით,ნელ-ნელა ივსება სულის საუფლო
სული დუმს-სხეული კი უკვდავივით იცინის

და აჰა,ვგრძნობ მის ტანჯვას.სიცარიელეს და სიცივეს მასში
თუმცა ეს არაფერია.მე ის მეძავიც მიყვარს.რა,განა არ გავს ფერიას?
უპირობოდ!მსგავსად როგორც ყოველ დღე მზე მაძლევს ძალას
მეც არავარ ვიღაც უდროო,ამაო კითხვებში დრო რომ დავხარჯო

ხოდა მიყვარს აის მევახშე,მიყვარნან ქურუმნი რომელიც გეგმავენ ზაფხულს
ქმნიან რა ჯადოსნურ საგნებს,ნივთიერბებს ადამიანის დასაძინებლად
ხოდა ვეღარ ვხედავ პრობლემას ანდაც მიზეზს
ან რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი,საამო-სანატრო
საუკუნოვანი ძილი მზის ქვეშ!




რაც შეეხება ამბებს,მარადიული ცხოვრების შესახებ
ყველა ამ მაღალ საგნებს,ყურითმოთრეულს არაფრად ვაგდებ
ოცნებად ექცა კაცს,ვიღაცის თავში აზრობრივად შეთითხნილი სამოთხე.იმქვეყნიური-მიუწვდომელი,არარსებული!
და ამ ოცნებებში დაკარგულს,სწორედ მას... მზის სხივი და მისი სითბო ძალას კი არ აძლევს,ართმევს!!!

აღიზიანებს ცის ფრინველთა დაქნეული ფრთების,საოცარი,შემაშინებელი ხმები
ჭიკჭიკი და გალობა,მზიან უღრულბო დღეს რომ იციან.ის ზეიმს ტოვებს
მილიონი სიცოცხლის ათასგვარი ფორმით თუ ფერით უკმაყოფილოს
ვეღარ ამჩნევს...უამრავ კეთილსურნელებას,რომელიც მოაქვს ქარს მის ნესტოებამდე

ჯერ კიდევ სხეულში მყოფი არსება რომ იტყვის უბედური ვარო
მას მართლაც არ გაუმართლა,რომ ყოოველივე ამით დატკბეს
ნეტავ რას ეტყვის უბედური კაცი ღამეს? თავი ასწიე რეგვენო!შეხედე მთვარეს
გარს რომ აკვრია ჯარივით უამრავი მნათობი და აბა სცადე!
გაბედე წამოგცდეს მსგავსი უაზრობა,სისულელე.შლეგო!

უბედურო და უბდარუკო,არარაობავ რომელმაც სცანი თავი შენიარაფერი ხარ ამ ენერგიებში,შენი წუწუნი მხოლოდ შენ გესმის.არავინ შეგიცოდებსშეუცნობელის შეცნობის სურვილით პეპელას გავხარ.პეპელას რომელიც ცეცხლის ალს ელტვისარ იცის რომ განადგურდება! ასევე შენც,იცოდე არაა საქმე შენი ეგ ყველაფერი

სხეულში მყოფი ტანჯვას გაურბიხარ.სიამეს ეტრფი
რაც უფრო მეტად ეხვევი ოქროსფერი სხივებში
მით უფრო გჭრის სხივი მაგ ხორცს და ძლიერდება სისხლდენა.განა ვერ ხვდებიი!?
თქვიი.მე გარდავიქმნები!

და გარდაიქმენი არსებად რომელიც აღიქვამს ყველაფერს ისე როგორც არის!
ან რა აზრი აქვს მთელ ამ შლეგურ წარმოსახვებს
რეალობაა თუ ილუზია.მეხი დაეცეს პლატონს და მის მსგავსებს
ძილი... განა რა არის ამაში ცუდი?

ჰაჰ!მხოლოდ იის რომ დავკარგეთ უნარი სიცილის
ყველაფერს სერიოზულად აღვიქვამთ!ჩვენს „მე“-ს და ირგვლივ მყოფთ
აზრებს,საგნებს,მოვლენებს,ვუყურებთ ისე რა როგორც ვუყურებთ
და ვქმნით ჯაჭვბეს...რომელიც აი უკვე როგორც სულს ისევე სხეულს ეკვრება ზედ და ახრჩობს მათ,ამახინჯებს.

თქვიი! მე გარდავიქმნები
და გარდაიქმენი ჩიტად ჩიორავ
დაჰქნიე ფრთები და გაეშურე შორეთს
უკან მოუხედავად ჰპოვე თავისუფლება

იფრინე,იფრინე! ოკეანეს რომ გადაუფრენ წამით შეჩერდი
თქვიი,მე გარდავმიქმნები! და გარდიქმენ ფორმა შენი თევზად
მოინახულე წყალქვეშა სამყარო.გეყოს!ამოდი ცივა
გზა განაგრძე შორეულ მთებზე გელიან

მიდი!ხედაავ? ჰაჰ.მოგატყუეს.არავინ გელის.შენ მარტო ხარ!
ახლა კი იგივე მარშრუტით დაუბრუნდი შენს ოთახს
მთაზე რომ მარგალიტი ჰპოვე სულ თან ატარე
იცინე დახრჩობამდე!დაე წყალს ნუ მოითხოვ.იციი.. არავინ მოგაწვდის
ჰოდა იცინე იცინე იცინე!



№1 სტუმარი მარგარიტა

რა სასოწარკვეთა გამოსჭვივის:((

 


№2  offline წევრი WIN

მარგარიტა
რა სასოწარკვეთა გამოსჭვივის:((

სულაც არ მიხარია რომ დაინახეთ:(( ამას არ უნდა ხედავდეთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent