შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,ცრემლის სახელით"


2-06-2022, 02:10
ნანახია 7 708

ღიმილის გრძნობა შემორჩა სახეს...
ვიღაც ყველაფერს დაარქმევს სახელს...
დაფარულ ამბებს ვიღაც გაამხელს...
თვალახვეული თვალებს გაახელს...
უსიცოცხლო არსებობას შეფერავს ფერი...
ვერასდროს ვერსად ჭკუის აჭრამდე ვმღერი...
ნოტთა სიმაღლე გამხდარა ძალიან ბევრი...
ისევ მარტოთა გავმხდარვარ წევრი...
სადღაც დასასრულს ვაახლებ ჩემით...
უკაპიტნოთა მივცურავ გემით...
მსმენელებს ვეძებ არ ვიცი სად...
ისევ ვჩერდები არ ვიცი რად...
რაღაც არ მიშვებს არ მაცდის წასვლას...
და მაიძულებს ცხოვრების გავლას...
ყვავილთა დაწვას ისევ აპირებს გვალვა...
გვეყოფა უაზროდ ამდენი მალვა...
ბედისწერის მონებად გაყიდულები ვდგავართ...
ღიმილიანი სახით ბედნიერები ვჩანვართ...
ერთი შეხედვით არავის ვგავართ...
ყველა ცხოვრებას ტყვეებად ვყავართ...
ვერსად გავრბივართ ბედისწერას ვერ დავუძვრებით...
ფერებს ვერ ვაშრობთ, ვერ გავხუნდებით....
წკაპუნა წვიმა ვერსად დაგვადნობს...
და საიდუმლოს არც ერთს გაგვანდობს...
გაიღიმე არაფერია უცხო...
გაიღიმე, შენი გონება ტკბილ ამბებს უხმობს...
გაიღიმე მშვენიერი ხარ.... არა ხარ უხმო...
გაიღიმე გაღიმება ტირილზე მეტად გიხდება უფრო...
ახლა ანათებს ლურჯი ვარსკვლავი...
და არ მთავრდება ჩვენი ამბავი...
ისევ იშლება მშვიდი ცხოვრება...
და სიგიჟეთა იწყებ გროვებას...
ყველა საზღვრის გპირდები წაშლას...
ყველა ამბის გპირდები მოგონებას...
ორივე ფრთის ისევ მინდა გაშლა...
და ისევ ვნატრობ იმ სიმღერის გაგონებას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent