შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები დამიხუჭე ცაო!..


28-06-2022, 16:21
ნანახია 1 097

თვალები დამიხუჭე ცაო!.
(ანატორელთა ხსოვნას)

ა, იმ ზეცას ვფიცავ...
მთვარის ხნულით გავლენულ კალოს,
შიშველი მოველ...
არაფრით და ყველაფრით მივალ.
ნეტავ რომელი ბელტის ყუით შემქმნა უფალმა?!....
ან რომელია ის ხე ჩემი კუბო, რომ უნდა გათალონ?!....
ცა იყო ღრუბლის ერკემლებით მიმოფენილი,
გაღმა ხარობდნენ მთის ფერდობზე ზამბარუკები,
იელის მტვერი ეყრებოდა დასიცხულ თავთავს...
ო, ღმერთო ჩემო,
მე არ ვღირვარ წვიმის ერთ ყლუპად,
თოვლის მშიშარა ფანტელადაც არ ვღირვარ არა,
ანატორიდან ახლაც ისმის ძვლების ჟღრიალი...
-აკვანი დამირწიე ქარო, თანდილაი მიტირს!
ჩემი ჩონჩხის მტევნები ქვებზე ასვენია,
წელსაც დედის რძესავით ამოფეთქა ასკილის ყვავილმა.. სული აქედან გამიფრინდა,
არა და მხოლოდ ერთხელ ამოვიოხრე,
გულ- ძარღვში დამიარა ქარმა და დელგამ,
ყველაფერი ერთად ამოვანთხიე.
ვაჰმე, ბიჭაუ... ახლა გიცან წუხელ ასკილის ტოტზე, რომ იჯდა ის ჩიტი შენ იყავ!..
ხმა მოგაწვდინე მთის გადაღმა მოტირალისა..
ნეტავ რა გერქვა?!..
ბერდიაი თუ აპარეკაი,
მე რაღა მერქვა?!..
მზიაი თუ თეკლაი...
ამ მთებსაც როგორი ბრაზი ცოდნიათ?.
აჰაიმე, თოლო ჩემო, დაფსებულო!.. სად არს ჩემი ჯვარნაწერი ტალავარი?
ჩემი ვერცხლის ჟინჟილები?.
ჩემი შალის გამაშები?..
ჩემს მზეს გაფიცებ,
არ მაჰკლა ჯიხვი და ირემი,
არც ნუკრიაი,
არც ხარი წამოაქციო
ჩემ ნატირალზედ.
თუ მოგშივა- მიწა შეჭამე,
თუ მოგწყურდეს- სისხლი დახვრიპე..
ოღონდ...არცა ძმისა არცა მტრისა. ის ძველი მორღვეული ეკლესია მე ვარ ბიჭაუ....
ყაყაჩოები გახსნილ მკერდზე იარასავით დაიტოვე,
გახსოვს, ჩემი თეთრი მანდილი მდინარემ, რომ წაიყოლა?!..
შენი მიწისფერი ჩოხა ბეჭზე გადაასკდა გულგასიებულ მთებს. შენი ჭირი ავდექი და წამოვიღე.. ქვებივით შევიდგი მხრებზე და წამოვედი მოუსვლელში.
ცალ ხელ აკვან მეჭირა,
ცალ ხელ ბოღჩაში გამოკრული შენი გული,
გზად, ნაწვეთარზე მგლები მომყვებოდნენ კვალდაკვალ.
მთის გადაღმა ხმა მომაწვდინე აპარეკავ,
ჩემი ჯვარნაწერი ტალავარი სახლის ზღურბლზე დაკიდე,
ღამიანში მთარედ მოვალ და ცრემლით დავნამავ.
გახსოვს, ბიჭაუ, ის ბებერი ჭერამი რარიგ მიყვარდა?!..
ორი წვრილი ფუღურო გამოთხრილი თვალივით მიმზერდა,
ჩიტი ნიბლია რომ არა, ვერ გამოიხედავდა ბებერი,
იბარტყეს და ჭერამმაც დაისხა ქარვისფერი ნაყოფი,
მთელი სოფელი ლოცავდა ბებერ ხეს,
მე და შენა, იმ წელს დავიწერეთ ჯვარი მარიამის სალოცავში. გახსოვს, აპარეკავ ?..
თმაში ჩაწნული გვირილა მზეები, ლუდის სმით გამტყვრალი სტუმრები და ხინკალნაჭამი თედორე მღვდელი?.
ის შავი კვიცი თუ გახსოვს აპარეკავ? გაგიჟებული, რომ შევარდა ადიდებულ მდინარეში.
ფანდურ ჩამოჰკარ აპარეკავ, აახმიანე კლდეები,
ნუ ჰკვნეს ჩემო ყველავ,
იყუჩ კაცო,
ბალღი უნდა დავაძინო, აჰაიმე,
შავეთს წაველ და დარდ გავიყოლე,
ვერ გავძეხ შენი ცქერითა, მინდორში ერთი ყაყაჩო,
ტიროდა სისხლის ცრემლითა... ალაყაფის კარი ღია დატოვე, სიზმრის პეპლები უნდა ავაფრინო. ბოღჩით, რომ წამოვიღე ჭრელ ჭრელ ფალაღარში გახვეული.
იმ სიზმარში დამიხვდი ჩემო ყველავ,
წითლად აბრიალებულ ნეკერჩხლებს ფოთლის რუები სდით,
ქარო, დამშალე და წამიყოლე!..
ასე დავრჩი თვალებღია იასავით მწუხარე.
იმ ქვის ფანჯარაში გამთენიას ნიბლია ჩიტი შემომიფრინდა,
ნეტავ, შენ იყავ თუ !..
გაფრინდა და გაჰყვა ჩემი ერთი ამოოხვრა.
მეტი არცა რა ვყოფილვარ ,
ფანდურ დადუმდა მთის გადაღმა... დამაფარე, შენი შავი ნაბადი ჩიტივით მხრებზე.
ვაჰმე, რა კარგი ყოფილხარ სიკვდილო!...
რად არ დამიხუჭე თვალები ცაო?!..

სალომე გოგოლაძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent