შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქართველი ცოლის მონოლოგი


11-07-2022, 10:55
ნანახია 1 551

ქართველი ცოლის მონოლოგი


მე, ნებით ჩემით, თანახმა ვარ მონობის უღლის,
შენ, ქმარო ჩემო, ხარკად ითხოვ სიცოცხლეს ჩემსას,
ჩამომაფარე სველ თვალებზე ფარდები მწუხრის,
რომ ტუჩებიდან ლალისფერი ბადაგი შესვა,
როდესაც კედლებს ჩამოანგრევს სხივები მთვარის
როცა გაწყდება ყველა ნერვი და ყველა ჯაჭვი,
სისხლიან ზეწარს გამოგიწვდი, თეთრ თოვლზე ყვავილს,
ცდუნებასავით სამოთხიდან ნაგემი ვაშლის,
მე ნებით ჩემით, ცვილისფერი მკლავების დელტებს
გაგიფენ მკერდზე, როგორც ბალახს
ბუდეში ჩიტი,
და რომ მეგონე ქმარო ჩემო, შენ, ყოვლისშემძლე,
ეჭვის ტყვიებით ამოავსე ცხოვრების მჭიდი,
მე მტრედის ფრთები გადავმალე და ფურცლის ხნული,
და ოცნებები დაგიმალე, ვითარცა ღმერთი,
ათასი წელი, ხარებივით ერთად შებმულნი,
ვაბრუნეთ ოფლში გამომწვარი დღე ღამის ბელტი,
ვერ გავექეცი რისხვას შენსას და დროის დუღილს,
ყელგამოჭრილი შვლის თვალებით ვუყურებ ზეცას,
ჩამოვაფარე ნებით ჩემით, ფარდები მწუხრის,
რომ არ ვიხილო, შენი, ანუ დემონის მზერა..

სალომე გოგოლაძე



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე დღემდე ვწყევლი მარტოობის შეჩენილ დემონს,
და, სადაც ნეკნი გამომიღეს, მძინარეს, ალაგს,
შენ სიმბოლიკავ ცდუნებისავ, ბუნებით გველო,
ვაშლის საჭმელად ნეტავ ვინღა გატანდა ძალას?!

გამოვიგლოვე ღვთაებრივი საწყისი ჩემი,
რა შემოქმედის ნაბოძები დავმარხე პირმშო,
შენმა სიხარბემ გადარია სისხლ-ხორცი ჩვენი,
და დედით, მამით, გვარით ერთი სისხლში დაახრჩო..

შესჩუხჩუხებდა ცაში უფალს პირველი სისხლი,
და სადღა იყო, მაშინ, მითხარ დედობის მადლი,
ვიცი.. შერჩენა არ გიყვარდა არაფრის სხვისთვის,
და ყველა შენი ბოროტება დაჰყვა შენს გაზრდილს..

ღვთისმოსაობა არ დასცალდა ჩემს პირმშოს, აბელს,
მეტის მოხვეჭის ანგარებამ წაგვართვა სახლი,
შენი ნაშობი სცოდავს ყველგან, ტყუის და ამხელს,
ანგრევს ორჯერ მეტს ვიდრე შექმნის ნიჭი აქვს ახლის..

თავადვე გშობე ბოროტებავ ედემში, ძილში..
ცხადში წყევლადვე რომ ექეცი მოდგმას ადამის,
რა ეშმაკს სძალუცს შენს სიგველეს ჩაუჯდეს წილში?!
გაუმაძღრობავ, რითი იყო ცუდი ატამი?!

რა დაუწუნე მსხალს ანდა კომშს ყვითლად შემრეშილს,
განა ღმერთობის გაგესინჯა ოდესმე გემო?!
ჩანს ტვინიც ბლომად ამაცალეს, რომ არ შეგეშვი
და მარტოსული არ გაგიშვი მიწაზე გვემად..

თავი ვიმართლე, შენი ხათრით, ვის ვატყუებდი,
მე უგუნური, რა მინდოდა, ან რა მეგონა,
მაგრამ ალბათ მეც მეტი მსურდა.. თავს ვიტყუებდი
და აჰა ტკბილად შევაბერდით ერთურთს, გოგონა..

ისე ტკბილი ხარ, როგორც გესლი, ხარკი და ღამე,
ისე მინდიხარ, სიკვდილივით.. ცეცხლივით.. ალო..
ო, მინდა გითხრა, სიხარულო, რამდენი რამე,
ჰო, ნებით ჩემი ბნელეთიც და მზეც შენ ხარ ქალო..

და რაკი უკვე დაგვილეწავს სამოთხის კოკა,
და რაკი უკვე გვიგემია საცდური გველის,
რაც შენ ხარ მხსნელი, ის მძლეთამძლე გახლავარ ჰოდა,
თენდება ტანჯვა საკნის თაღზე, თბილი და ძველი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent