შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაცვლილ მამას


20-08-2022, 10:24
ავტორი ნიკა კახიძე
ნანახია 3 011

არვიცი, რაზედ მინდება წერა,
გრძნობები მერევა ერთად ყველა,
შეცდომებს ვუშვებ და გახდა ჩვევა,
რატომღაც მინდა ყველაფრის მტვრევა.

არვიცი, რაზედ დავწერო ლექსი,
თან რვეულს სიტყვებს ულევად ვესვრი,
იშლება სიტყვა და რჩება გესლი,
დავკარგე ვხვდები ცხოვრების მწყემსი,

არვიცი, რაზედ მომხდარა ესე,
ჩემი ცხოვრება ჩემითვე ვმწყემსე,
მინდა რომ მორჩეს ყველაფერს დღესვე,
რაც კი ამბოლოს ჩემით დავთესე,

არვიცი, რაზედ ვიფიქრო ბოლოს,
რად ჩამომვარდეს ეს ბოლო ცრემლი,
რა გამაჩერებს ვინ უნდა მთხოვოს,
რაზედ ვარდება სულ ბოლო ფერფლი,

დავკარგე მამა ყველაზე დიდი,
რაც კი მაძლევდა ცხოვრების იმედს,
და თიქთოს ამით დაეგო ხიდი,
თითქოს სხეული მამაჩემს მისდევს,

მისდიოს სდიოს მუდმივად უკან,
არმინდა დავრჩე მარტოდ და მარტო,
რამდენი ხაზი დავუსვა კედელს,
რად აღარ არის ხაზები სანდო,

ზედ დაემატა ბებია ჩემი,
შევხედე როგორ ეცვალა ფერი,
მინდოდა დარჩენილიყო ჩემთან,
მაგრამ ვერ შევძელ ვეღარაფერი,

ეხლა ვუყურებ დედაჩემს მარტოს,
როგორ დაგვყურებს ის თავის სამ შვილს,
როცა ვუყურებ თუ როგორ დარდობს,
და თითქოს თავს ის გრძნობს როგორც დასჯილს,

კი მაგრამ რისთვის მითხარით რისთვის,
ნუ თუ იმიტომ რომ მარტომ იბრძვის,
ნუ თუ რომ დათმო ყოველი მისთვის,
და თან დრო აღარ რჩება თავისთვის.

ჩემი დები კი ორივე სულ სხვა,
სულ სხვანაირად გადააქვს მათაც,
ერთი მიყვება სულ ყველა გრძნობას,
მეორე უმალავს საკთარ თავსაც,

მე კი მათ შემხედვარე ვარ ყველას,
მე მიწევს ვიდგე მყარად და მყარად,
ცრემლის დაგდების უფლებაც არმაქვს,
მამაჩემს ვსურდი ასეთი მკაცრად.

ცდილობდა მოეცა ძლიერი რჩევები,
რომ შემძლებოდა ყველაფრის ატანა,
ცხოვრების გზებზე სასიარულოდ,
დაბრკოლებების გზიდან გატანა,

სუფრაზე სუფრულს დამარიგებდა,
და მასწავლიდა ფიალის აღებას,
მაგ ღვინით სადღეგრძელოს თქმას ვცდიდი,
სხვა სადღეგრძელოს სახლში წაღებას.

დააფასებდა და დამაფასებდა,
მას უხაროდა ჩემი კაცობა,
უნდოდა სახლში მისულს ენახა,
მისი შვილების კარგი და-ძმობა,

ალალად მღზარდა ჩემი ცხოვრება,
უნდოდა არმომკლებოდა სითბო,
რომელიც დაკლდა მასაც მამისგან,
ამიტომ ვცდილობ მეც ეს არ ვიგრძნო,

კი მამაჩემი გარდაიცვალა,
მაგრამ დატოვა მხოლოდ სხეული,
ის ჩემთან არის და გვერდით მიდგას,
საუბრები გვაქვს მუდამ ჩვეული,

დღევანდელი დღეც ისე გავიდა,
არაფერი არ შეცვლილა თიქთქოს,
გემშვიდობებით და წავალ მასთან,
სიზმრებში თავისთან მუდამ მიხმობს.



№1 სტუმარი Ana-maria

სევდიანი კარგი ლექსი.❤❤❤????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent