სიყვარული რომ წაგვართვას ქარმა
მე შევეჩვიე ჩვენს თავზე ტირილს სიყვარული რომ წაგვართვას ქარმა თუმცა ეს ფესვი ვიცი ღრმად მიდის და სასოება ყველა ეჭვს ფანტავს მე შევეჩვიე მწარედ დაცემებს სიკვდილთან ახლოს ვიყავი როცა ბოლო წამს სული სიბრძნეს მახსენებს და მიფსალმუნებს იესოს ლოცვა. ოჰ! ტრფობა ჩვენი ნაგები მკვიდრად მარადისობის შუქურად მოჩანს ჟამის სიმძიმე ვერ აკრთობს დიდად, ქარს კი, თავისი მიაქვს და მოაქვს მე შენზე ფიქრი წლებს მომიმატებს დრო მოუცლელი წუთით შედგება შემოიგებებს თვალებს მიამიტს მერე კი, წარსულს შეუერთდება მე მეშინია იმ ერთი წამის წამის, წამიერ შემცვლელის მრავლის ღმერთები არ ვართ შევცვალოთ წამი ვერ დავეწევით დროს უკვე გავლილს სისუსტე ესე დამყვება მუდამ თუმც უსასობას ვერვინ დამწამებს გრძნობა ლოცვაა, ვუფრთხილდეთ უნდა მე მასზე ზრუნვა მკლავს და მაწამებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.