ყვავილების გამყიდველი
ცივა, ქარია გამვლელები აქა-იქ არიან.. მარტო დამჯდარხარ გზის გადაღმა, მოხუცო ქალო. დამჭკნარ ყვავილებს უიმედოდ დასჩერებიხარ, ნეტავ ვინმე მოვა და იყიდდესო, ალბათ ნატრობ.. შენ მე ვერ მამჩნევ, ინტერესით რომ შემოგყურებ, გული რომ მეწვის და არ ვიცი რით დაგეხმარო. შენთან მოვდივარ, ყვავილებს ვიღებ და ფულს ხელთ გაწვდი, არც გიხარია, ზედ არ მხედავ და წასვლას ჩქარობ. გზას გაჭირვებით მიუყვები, თითქოს აჩრდილი, არვინ გიყურებს და შენზე ფიქრით, მგონი მხოლოდ მე ვწვალობ. სადაც მიდიხარ, ნეტავ თბილა? ვინმე დაგხვდება? იმედი მიღვივის, რომ არ ხარ მარტოსული და უსახლკარო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.