შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,სურვილი"


15-01-2023, 00:00
ნანახია 9 269

ცრემლის კაფსულით დალიე წამალი...
შენი აზრები არ არის სუფთა...
ოცნებებით გაირბინე გზები გზებზე ტრამალი...
გააკეთე ის, რაც ასე გსურდა...
თავში შეაძვრინე არარსებული ფიქრები...
მერე დაგეწყება უცნაური სიზმრები...
მერე აგიხდება სიტყვები...
მერე გაგიჟდები და ყველაფერს მიხვდები...
ერთი წუთი აანთე შუქი და ნახე...
დაინახე სარკეში საკუთარი სახე...
და დაფიქრდი ცხოვრებაში გაუძელი რამდენს...
გაეკიდე სწრაფად... არარსებულ ლანდებს....
მარტოდ მარტო მიტოვებულად თუ იგრძნობ თავს....
ფიქრს ნუ დაიწყებ და ნუ მოიკლავ თავს...
რადგან უფალთან ყოველთვის მიაგნებ გზას....
მე ყოველთვის აქ ვარ!... დაიჯერე ... გწამს....
გაიღიმე ყველაზე ხმამაღლა....
და იყვირე ყველაზე ხმადაბლა....
ჯოჯოხეთიდან ვერასდროს მიხსნი... არ გინდა დაღლა...
შენი ცხოვრება შენთან იყოს... არ გინდა წასვლა....
ნუ გაექცევი ნურსად ნურაფერს....
სახელი დაარქვი ირგვლივ ყველა ფერს...
უბრალოდ იყავი რთული მარტივად...
მარტი იყავი და ნუ იქცევი აპრილად....
დიდი თოვლის ფიფქები წამოვა ციდან...
დიდი მთებიდან დაშვება მინდა...
ვერ გადავუხვევ დღეს სწორი გზიდან...
არ დაივიწყო... ის ვინც სულ გზრდიდა...
გაუშვი გალიაში დამწყვდეული ყველა მტრედი....
არ მოკლა შავი გედი....
არ მოკლა ბედი....
სიცოცხლე მაგარია! ... ხვდები?...
დღითიდღე უფრო დიდი ხდები...
გემატება წლები....
იყავი ცოცხალი.... იყავი ცოცხალი...
მინდა დაბერდე...
მინდა იცოცხლო...
მინდა აღელდე...
მინდა იცხოვრო...
მინდა იყვირო...
მინდა ტიროდე...
მინდა კიოდე...
მინდა მოიარო ყველაფერი კიდით-კიდემდე...
მინდა ციდან გიყურებდე... მისულს დიდი ზღვის სიღრმემდე...
დაბერების ნოტებით მინდა ისევ მღეროდე...
უჩემობით სამყარო უკეთესი ხდებოდეს...
წვიმდა... წვიმდა... წვიმდა....
უნახავად ნანახის ნახვა...სიკვდილამდე მინდა...
ჰაერი იგუდება... მახრჩობს... როგორც გველი....
სიცივისთვის ვემზადები... ჩემ თავს თვითონ ვშველი....



№1 სტუმარი სტუმარი მარია

ყველაფერი შენზეა დამოკიდებული როგორ იქნები. თუ აიტჩევ ჯოჯოხეთ ჯოჯოხეთურად იცხოვრებ, თუ მეორე მხარეს გადადგამ ნაბიჯს იქ სინათლე დაგხვდება. არჩევანის უფლება ჩვენ მოგვანიჭა უფალმა, ჰოდა ნება შენია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent