შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..და თუ ჩემს ყვირილს ზეცა დაიტევს!


14-05-2021, 19:06
ავტორი ჰაიკო
ნანახია 1 462

დაფლეთილ ზეცას მოაქვს წვეთები,
მოდის სატანა, მახვილთ ძგერით,შუბთა კვეთებით,
სული გახრწნილი, სახეზე - თმები,
ნათელის მტრობით,კაცთ განკვეთებით,
საკუთარ თავთან ომში ვერთვები,
მთვარით ვერ ვთბები!
ცხოველ ვედრებას წაუღია წლები დიადი,
ფუნჯი მომპარა,შემომახვია ირგვლივ წყვდიადი,
ფიქრი წაბილწა და დაამიწა,
აზრი დაშალა,
და ბოროტებამ ჩემს დაღლილ სულში ფრთები გაშალა..
ფუნჯი წამგლიჯა,ტილო - წაშალა..
სულზე შემახო ბინძური ხელი,
რომ ამოტვიფროს მისი სახელი,
ცრემლები სისხლის, უხმო კივილი,
სახელი მისი არის "ტკივილი"!
და ეს ტკივილიც ოდესღაც წავა,
ოდესღაც წავა - წლები რომ გავა,
წლები რომ გავა, და მზეც რომ ჩავა..
სევდისფერ ზეცას ამოვქარგავ ტილოზე დარდად,
გვერდით ტკივილი ჩამჩურჩულებს ყურებში მარდად,
ფიქრი კი ისევ ანაცრისფრებს შავ თვალებს ჯიბრით,
ბრძოლა იწყება თეთრის და შავის ბოლო შეჯიბრით..
პატივი ვეცი,
სითბო გავეცი,
და ღვთის წინაშე მუხლზე დავეცი,
მხრებზეა ჯვარი, თუმც გული დინჯი,
სულშია კვარი, განვაგდე ხინჯი,
ბოროტი მიტევს,
და თუ ჩემს ყვირილს ზეცა დაიტევს,
სულის კუნჭული მაინც გაიგებს,
მსახვრალს განაგდებს,
ნათელს - დაიგებს!
მე ვებრძვი წყვდიადს,
ბოროტს და დიადს,
განვაგდებ ლაღად,
ვიფიქრებ საღად,
არ შევწყვეტ ბრძოლას,
შევბოჭავ ძრწოლას,
ნათელ ტილოზე დავხატავ რითმებს,
რითმებით მინდა სულიც გამითბეს,
რითმებმა თავი ისევ დამითმეს!
გულს ამიჩქარებს ბრწყინვალე განცდა,
არ შემიძლია მე მეტის დაცდა,
გამახსენდება სიტყვა მზაკვარი:
"მე ვარ მხატვარი,
სიტყვებით ვხატავ,
რითმებით ვქარგავ,
სულს აღარ ვკარგავ!!!"

პ.ს. შიგნით ღრუბლები, წინ - ალუბლები
[H]



№1 სტუმარი Ana-maria

ამეტირა. გამახსენდა ჩემი მუხლზე დაცემა და იმედი, რომ ისევ ავდგები.საოცარია თქვენი ლექსები.როგორ ველოდები ყოველთვის!
"მე ვარ მხატვარი
სიტყვებით ვხატავ,
რითმებით ვქარგავ,
სულს აღარ ვკარგავ!!!"-არ უნდა დავკარგოთ სული. მადლობა ამ ემოციისთვის

 


№2  offline წევრი ჰაიკო

Ana-maria
ამეტირა. გამახსენდა ჩემი მუხლზე დაცემა და იმედი, რომ ისევ ავდგები.საოცარია თქვენი ლექსები.როგორ ველოდები ყოველთვის!
"მე ვარ მხატვარი
სიტყვებით ვხატავ,
რითმებით ვქარგავ,
სულს აღარ ვკარგავ!!!"-არ უნდა დავკარგოთ სული. მადლობა ამ ემოციისთვის


ბოდიშს ვიხდი, ზოგადად არ ვცდილობ ხოლმე მკითხველი ავატირო და თუ ეს თავისთავად გამოდის, საოცარია უბრალოდ. მადლობა ძალიან დიდი შენ❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

მერამდენედ წავიკითხე ჰაიკო ვინ იცის და სულ დადიოდა ჟრუანტელი. მოაქვს და მაოქვს განცდებიი. ფიქრები და სევდაა. მაგარიაააააა. ყოჩაღ

 


№4  offline წევრი ჰაიკო

Qeti qimucadze
მერამდენედ წავიკითხე ჰაიკო ვინ იცის და სულ დადიოდა ჟრუანტელი. მოაქვს და მაოქვს განცდებიი. ფიქრები და სევდაა. მაგარიაააააა. ყოჩაღ


ქეთიი❤️ გამიხარდა შენი დანახვა. ძალიან დიდი მადლობა.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent