შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითგანადგურების ინსტრუქცია


29-01-2023, 19:07
ავტორი ვე რა
ნანახია 1 147

თვითგანადგურების ინსტრუქცია

მე აღარ ვცდილობ შენ მოგერგო.
ჰო, აღარ ვცდილობ.
ახლა მეძებე,
თუმც მუდმივად მიცქერ თვალებში.
მე ერთადერთი რამ დავმალე გულის სიღრმეში,
სხვა ყველაფერი შენ დაგითმე,
ჩავფალ დარდებში.
მე შევიყვარე სეირნობა საგოდებელზე
და იქაური მყუდროება ვიწამე მგონი.
შენ ვერ გამიგებ.
ვერ მიხვდები ჩემს გატაცებას.
გულში მიკრავ და
მანძილია ჩემამდე შორი.
სარკეში ვხედავ ჩემს სახეს და
თავად ვერა ვცნობ.
ერთი ნაკვთიც კი ახლობელი ჩემში არ არის.
რისთვისაც ასე ავენთე და ხელი ჩაგკიდე,
მოდი, მითხარი ის ოცნება ახლა სად არის?
დავდივარ ისე,
თითქოს მიწას ფეხს არ ვაკარებ.
მიზიდულობის წვრილი ძაფი მგონი გამიწყდა.
პოლუსებს შორის გახირული ვარ სამუდამოდ.
შენ კი ვერც ხვდები,
რომ არ გინდა ხელი გამიშვა.
გარშემო ვხედავ უსასრულო განთიადია.
მე მხოლოდ ვხედავ ,
თუმცა უკვე ვერაფერს შევცვლი.
ო, როგორ მტკივა ეს მუდმივობა, სხეულის მიღმა.
მინდა გაგენდო,
მაგრამ მაინც არაფერს გეტყვი,
რადგანაც ვიცი მიპასუხებ:
_ამის დრო არის?!
მეტყვი, უმადურს,
_იცი როგორ გადავიღალე?!
და შენს თვალებში
მე რომ ჩემს თავს უკვე არ ვგავარ,
სწორედ ამიტომ
ჩემი თავი გადავიყვარე.

ვერა გურული



№1  offline წევრი ჰაიკო

გამარჯობა.
თქვენს ლექსს მგონი პირველად ვკითხულობ აქ. ყოველშემთხვევაში სხვა არ მახსენდება.
მოკლედ, ძალიან მომეწონა, რითმის საფეხურებიც და აზრიც.
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ თვითონ ლექსის მიმდინარეობა ძალიან წააგავს ჩემი ლექსების სტრიქონების წყობის სტილს, ალბათ მიხვდები რასაც ვგულისხმობ და ეს ორმაგად დასაფასებელია, რადგან ამ სტილში ურთულესია წერა, დამეთანხმები.
მიყვარს დოგმების მსხვრევა.
წარმატებებს გისურვებ და მიხარია რომ აღმოგაჩინე.
♥️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა , რომ შემიფასეთ, ☺️ კი აქ სულ ახლახანს დავრეგისტრირდი. ფბზე ვწერ ხოლმე, უმეტესად. კი ცოტა რთულია, მაგრამ რიცა ცუდ ხასიათზე ვარ ასე წერა მიადვილდება. ცოტა მძიმე ლექსიაო მეუბნებიან.დიდად არ მოეწონათ☺️ რავი რაცაა ესაა,გამიხარდა რომ ნათქვამი გამიგეთ☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent