შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი გული


3-02-2023, 00:37
ავტორი sweetgirl
ნანახია 2 106

ნეტავ იცოდე,მე შენი კოცნა როგორ მაკლია,
უშენობა კი თავისთავად უკვე ნაკლია.
შენ რომ გიყურებ, იხატება ცაში ფერები.
და მალე მოდი,მე აქ დაგხვდები, მოგეფერები.

შენი ღიმილი მზის კაშკაშა ნაზ სხივებს ჰგავს,
ჩემთან ახლოს ხარ? მინდა შეგეხო,ვერ ვიჭერ თავს.
შენი არსებით ჩემს ცხოვრებას იმედით ავსებ
ისიც არ ვიცი, როდის მიყვარდა მე ბოლოს ასე.

შენი ტუჩები? რბილი,ფარფატა,ტკბილი ღრუბლები,
მარტო დამტოვებ? მე ისევ ისე მოვიღრუბლები.
შენი თვალები? შენს თვალებშია სამყაროს არსი.
ჩავიხედავ და დავიკარგები უგუნოდ მასში.

ღამეა,ვხუჭავ თვალებს, ბინდშიც შენ მხვდები
ჩემთვის რამდენად ძვირფასი ხარ კიდევ ვერ ხვდები.
ნეტავ იცოდე,მე შენი კოცნა როგორ მაკლია,
უშენობა კი თავისთავად უკვე ნაკლია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent