შენ არ ხარ ევა მაგრამ ხარ ქალი თუმცა ჩემ თვალში ეგეც ნაკლია დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია ხუმრობა იქეთ, და მეც შემიყვარდა ამოგლეჯილი ჩემი სხეულის ძვალი ყველა ნეკნს დავთმობ იმ ნეკნის გარდა რომელსაც ღმერთმა დაარქვა ქალი
ქალი?!-ქალია, მოთოკავს მთიელს, გაფიქრებინებს __ნეტავ რას ერჩის?! არ შეიყვაროთ არასდროს ძლიერ, რადგან გასწირეს ამ ქვეყნად ღმერთიც! კაცს მისი ნეკნი ქალმა წაართვა, და შეაჭამა ცოდვის ნაყოფი...