| სიზმრების ქაოსი
			    
                    თეთრ ტილოს კაწრავენ შავ-თეთრი ფანქრები, მე მწამს, რომ არასდროს გავქრები.. მოწყენილ ბუხარზე ობოლი სანთლები - მუდმივად მართლები, თეთრი ყინვა და ლურჯი ნამქრები, უწვეთოდ არასდროს ჩავქრები. სინდისის ქენჯნა მწარე საყვირით - სულში გაჰყვირის! და ანგელოზნი - ზოგი მახვილით, ზოგიც - ქნარებით, რქიანი მხეცი ბილწი მთქნარებით. მრისხანედ მღერიან სამოთხის ქარები, ფართო ჯვარი და ვიწრო კარები! დაშანთულ მხრებზე ეკლები ცოდვის, ბრძოლა და ბორგვა - სიტყვები ბოდვის, გული კი ლოდის, და ისიც მოდის.. ცოდვათშთანმთქმელი ბასრი ეკლები, ცოდვის მსხვერპლები, თვალებს ვხუჭავ და.. ლამაზი მდელო და ფერადი პეპლები! ცოცხალი ტკივილი ვატარე ხელებით - ბინძური სიტყვები სიცხით და ცხელებით, ტრიალი ველები - სავსე გველებით და აზრის მკვლელებით. ღამე კი მშფოთვარე, სიზმრები - მბოდვარე, სული - მძინარე, პროტესტი მძვინვარე.. და როცა სიზმრად გამოჩნდება სხივი სინათლის, მჯერა, რომ ისევ იზეიმებს სიტყვა სიმართლის. [H] | 
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
			
 
			ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
			
  
		 
          	
          ყველა გამოკ	  
		  
	.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.
		  
         
            
 
    






 
  
  
 
