შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიცი


12-02-2023, 13:47
ნანახია 1 486

რამდენი თვეა გიცდი
შენზე დავდევი ფიცი,
უიმედობით დაქანცულს
უარს, რომ მეტყვი, ვიცი

შენზე ოცნება მკარნახობს
როგორი ძლიერი ქალია,
არა და არ მესიზმრებოდი
ნუთუ, ძლიერი ქარია,

მსურდა, ეს ჩემი განცდები
გულღიად გამომეხატა,
სათქმელს წინ გრძნობა უძღოდა
გულს შენი სახე ეხატა,

სხვა სიამე თუ ვინატრო
დამიძვიროს მზემ სხივები,
ამ ჩემს გულში შენ ბინადრობ
შენ კი სულ სხვას ესხივები,

ახლა წლები ისე მიჰქრის
ჩემს სიღრმეებს ვინ ჩასწვდება,
ვინ რა იცის რა დღეში ვარ
ან ეს გული რაზე მწყდება,

დავხატავდი ვარდებს ნაზად
გაჟღენთილი სხვა სურნელით,
სიჭაბუკე კვლავ ხალისობს
ნანატრი და სასურველი,

გულს ვებრძვი თუ გული მებრძვის
თვით არ ვიცი, თუ რა ხდება,
ოღონდ გული გულობდეს და
სიყვარული ნუ წახდება.

ი.ჩხარტიშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent