შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრებო


12-02-2023, 17:24
ავტორი ვე რა
ნანახია 933

რატომ გწყურიათ
ჩემი ტანჯვა და ფორიაქი?
ფიქრებო ჩემო,
მოუქნელო, მძიმე ფიქრებო,
ვინ არის თქვენებრ
უგულო და ჯან_ ღონიანი?
რადგან სუსტად მთვლით,
მოინდომეთ ჩემი დაჩაგვრა???
რადგან ქალი ვარ გგონიათ,
რომ გამიმკლავდებით?
არა ძვირფასო?
ძლიერ ცდებით, მინდა იცოდეთ.
თქვენს მსგავსს?
მილიონს
მოვინელებ, დავიქადნები!
მაგრამ ფიქრებო,
ჩემო ტკბილო, კარგო ფიქრებო.
ზოგჯერ ვნებებად, ზოგჯერ ცრემლად გადმოღვრილებო.
თქვენ რაღა გიყოთ,?
რით გიშველოთ?
რით შეგეხიდოთ?
ჩემო ლამაზო და
ფარულო ჩემო ფიქრებო?
ხოდა დავეძებ ადამიანს, მრავალსახიანს. თქვენსავით მრუმეს,
თქვენზე ძლიერს,
თქვენებრ ვნებიანს,
და მეოცნებეს,
და მშვენიერს,
ცბიერს,
ჩამოქნილს....
მემგონი მიყვარს ვისაც ვეძებ.
ასე გამოდის?
ფიქრებო ჩემო,
ჯიუტო და ურჩო ფიქრებო!

ვერა გურული



№1  offline წევრი ჰაიკო

ძალიან მომწონს
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ჰაიკო
ძალიან მომწონს

მადლობა)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent