მე გელოდი...
მე გელოდი... მწამდა რომ ისევ ჩამოხვიდოდი, კვლავ ჩამოანათებდი გარსს ცეცხლისფერს ზეციდან, არ მოხვედი.. არადა მე გელოდე.. ვიცოდი.. და ეგ შენი სიმართლე, მოვისმინო მეც მინდა.. შენი გულის კიბესთან ახლოს დავდგი კარავი, ყველა გველეშაპისთვის გზა რომ გადამეკეტა, ერთი მყავდა, მეთქი, მზე, არ მომპაროს არავინ, შენ კი ტახტრევანივით სულ ცის თაღზე გეკიდე. ვილოდები გადამწვარ ტრამალებში ობოლი, მხოლოდ ერთი მამა მყავს, რომ დამყურებს ზევიდან, მაგ ცეცხლისფერ რვალივით მანათობელ სახეზე, ირონია გატყვია.. თანაგრძნობას ვერ ვიტან... გაიშლება ვარდები ცრემლით გადასეტყვილი, სევდასავით აპრილის, ახლად აიყვავილებს, არ მოილტვის მდინარედ თმები ქარში ჩაშლილი, და მთვარეულ ხიზანთან დაგიტოვებ ყვავილებს.. ფერფლი ქრება ეთერში, როს ანტიკურ ღმერთებში, ქაოსი და ბნელეთი ფარფლებს გაშლის.. აიწყვეტს.. გულისპირზე დაგგმანე მარჯნის შენაერთებში, გაიღვიძეთ ფიქრებო... კვლავ სალაშქროდ დაეწყვეთ... ზეცა მოიღრუბლება... კორიანტელს ცრემლების, ძოწისფერი თვითგვემის დიადემა შესუდრავს, ბოლო ჟამიც დადგება.. რა უწყალოდ ვბერდები, და არმია ბნელეთის დედამიწას შემუსრავს.. არ დარჩება ნაფლეთი.. დედამიწას დაფლეთილს, ლუციფერის მეომრებს მიუგდებენ საძვალედ.. შენ მიხილავ სიკვდილს და სანამ მე გავაფრენდი, გაიხსენე, ძვირფასო, რომ შენც სხვაში გამცვალე... ნაოხარი ქედების სისხლით მორწყულ მიწაზე, დამარცხებულ მიჯნურს რა ბორკილშესხმულს მიპოვი, ნუღარ შეგებრალები... გაიხსენე იქავე, რომ აქ მე დავაყენე კაცთა სისხლით ეს ტბორი... რომ ის ოთხი მხედარი, უძლეველი.. მედგარი.. უსასრულო ძილისგან თავად გამოვიხსენი, სანამ აყვავდებოდა კვლავ სიკეთის ლებანი, იმ სიკეთის დამთესველს მოვუგრიხე კისერი.. აღსდგა უფლის ტაძარი.. ცა გაივსო ლაშქარით, და შეულეწ შვიდ კლდეზე ჯოჯოხეთის ლეგეონს, კვლავ შეება შვიდი ძმა ოქროსფერი აბჯარით, უწმინდურთა სისხლი და ძვლები შერთეს ეგეოსს... დაგვატყვევეს ოთხივე თვით სინათლის მსაჯულთა, როდი სურდა ლუციფერს ჩადენილი ენანა, განვქარდით და რაც ითქვა ყველაფერი აღსრულდა, არ გახსოვარ ედემში ახლა ჩემო ენანა?!... ენანა - ეგვიპტური საღმრთო წიგნის პერსონაჟი, როგორც იუდა, დაცემის, ღალატის სიმბოლო. ენანამ ჩასცა ზურგში შუბი ღვთაებრივ ფარაონს, ამონს, რომელსაც საბოლოოდ უნდა გაენადგურებინა წყვდიადი. ღმერთის შვილზე იარაღის აღმართვის გამო დიდმა რამ შორს გასტყორცნა მოღალატე და მთელი ხერხემალი და ფეხის მალები დაუმსხვრია. წყვდიადის ღმერთმა მის სამეფოში წაიყვანა ენანა და ტახტრევანში ჩასვა, სადაც იგი განიკითხავს მოღალატეებს და გამცემლებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.