თენდება
თენდება, სულში კი ღამეა, თვალებმა მზის სხივი დაკარგეს. არ მახსოვს , რა უნდა არ მეთქვა შავ_თეთრმა სიზმრებმა დამღალეს. ვინა ვარ ? ვერც ამას ვიხსენებ. თვალებსაც ეცვლება ფერები. ერთი რამ რაც მახსოვს მუდმივად , სინორჩე ვიღაცის ხელების რა მტანჯავს? სულს ვუხსნი გალიას... მან მაინც ველურად იფრინოს . მე ვნატრობ ქუხილს და ქარიშხალს, ამაღამ ნეტავი იწვიმოს ამ კედლებს, სითეთრით ფერადებს. მოვხატავ საკუთარ ფიქრებში, და მაინც არ მახსოვს რა მქვია. თავს ვკარგავ არეულ სიტყვებში . როგორღაც გიყვები სიმართლეს და ხმასაც ნებაზე შევიცვლი. შენ ცდილობ გამიგო, ამომხსნა, მე შენს მცდელობაზეც ვგიჟდები. სხვაგვარად გადიან წამები, მგონი აქ სხვაფერად ღამდება აქამდე ველური ცხენივით, მომრეკა სამყაროს დარდებმა. მეძახი შეშლილს და არეულს ზურგს უკან ჩურჩულში მინელებ. მეც ხომ შენნაირი დარდი ვარ, მაშ ასე რაღატომ მიმეტებ? სჯობდა რომ ხმამაღლა არ მეთქვა, რომ შენზე სპეტაკი სული მაქვს . დავწერ და კვლავ დავხევ ამ ლექსებს . რადგან ამ ლექსითაც ვტყუივარ. ღამდება და სულში თენდება, მზის სხივმა იპოვნა თვალები. მე მგონი სიცოცხლე დავღალე ძლიერ სევდიანი ამბებით. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.