მაინც მწყურია
ჯოჯოხეთამდე.. მხოლოდ ერთი საფეხურია.. უკანასკნელი ნაბიჯების გადადგმა დამრჩა.. უცნაურია.. სულ მარტო ვარ.. მაინც მწყურია.. ო, რა ახლოა სიყმაწვილე, სულში რომ ჩამრჩა.. დამემტვრა ჯვარი, ასატანი მხრებით, სინამდე.. და მაპატიე აღსასრულო, უჯვროდ რომ გხვდები.. ჯერაც შორია.. ნიავია მხოლოდ.. წვიმამდე.. როგორც მეორე ავაზაკი - მე მარტო ვკვდები.. სულ ტყუილია - დაეკორტნოთ ჩემთვის თვალები, ყორნებს.. ნეტავი ყორნებს მაინც მოვგონებოდი, დავსვი წერტილი.. აღარ დამრჩა ქვეყნად ვალები.. აღარც ქალები აღარ დარჩნენ რომ ვდომებოდი.. მეღიმებოდა, როცა მითხრეს, ნუ დაბრუნდები.. იმ პლანეტაზე არაფერი დაგხვდება აწი.. მთელი ცხოვრება სიკვდილამდე სიკვდილს ვუნდები, და სულ ეს არის, სამყაროში, არყოფნის ღვაწლი.. გულს სადღაც ისევ ემღერება.. ხანდახან თუნდაც.. დიდი ხანია არსებობას უბრალოდ მოვრჩი.. ისე მწყურია.. მოკვდავობა დამადეს ხუნდად, რათა სიბერეს მოვერიო მარადჟამ ნორჩი.. ასე ვაქციე დარბაისელ ჭაღარას ზურგი.. ასე ჩავხატე ნაკვალევი მელნისფერ გზაში.. მესიად ორჯერ ვერ იქცევი ერთ ხალხში თურმე, თუ ხალხს იპოვი ახლა სადმე.. ასეა.. ასე.. ჯვარცმამდე მხოლოდ მისაბმელი მაკლია თოკი.. ახალი სევდით მიმალურსმავს ცხოვრება ძველი.. მოაქვთ და მოაქვთ მღვრიე ძმარი ფარეშებს კოკით.. მაცხოვარისთვის.. გვაწამებენ.. ძნელია.. ძნელი.. გარდამოხსნა არ მღირსებია, დამტოვეს ჯვარზე.. მე ხომ ახლახანს მოვიმდურე მშველელი ქრისტე.. ტყუილია რომ ყვავ-ყორნები მკორტნიდნენ ასე.. ტყუილია რომ გუნდრუკი და მირონი ვიცხე.. უზიარებლად შემიშვებენ ვგონებ არსაით.. და ასე, ისევ ნაბიჯ ნაბიჯ აღვსდგები მკვდრეთით.. როგორ მომბეზრდა უსასრულო თეთრი ფასადი.. სადაც ვერასდროს შეგხვდები და ჩემს სათქმელს გეტყვი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.