შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცდაცამეტი


4-03-2023, 22:46
ავტორი ვე რა
ნანახია 1 134

-33 -

აუსრულებელ ოცნებებზე?
კი, მტკივა გული!
ნურავინ მეტყვის:
არ აფასებ იმას რაცა გაქვს!
ისე სათუთათ გამოვზარდე ეს ოცნებები,
აუსრულებლად მენანება მათი გადაყრა!
უბრალოდ, როცა მარტო ვიყავ
მათით ვთბებოდი.
და დაჭრილ გულსაც დავაფინე
ბევრჯერ მალამოდ.
ეს ოცნებები მიბიძგებდნენ,
რომ სულ წინ მევლო.
და ჩემს ცხოვრებას მიხატავდნენ
ასე საამოდ.
ახლა როგორ ვთქვა: არ ასრულდით!
აღარ მჭირდებით!?
ან როგორ დავთმო?
განა ჩემგან ეღალატებათ?
იქნება ვცადო!
ამ ერთხელაც ვცადო, ბოლოჯერ,
რაიმე ჩემი ოცნებების გადასარჩენად!
წლები მიდიან,
წელს შენხელა ვხდები უფალო!
და ვხედავ ახლაც მთლად ბავშვი ვარ
სულის სიღრმეში!
ძალა მომეცი ,
წინსვლის ძალა მომეც უფალო!
ჩემი ლოცვები ჩავატიე
ჩემსავ სტროფებში...

ვე რა
12.12.20



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ბევრმა ოცნებამ , ბევრი იმედგაცრუება იცის. იაზროვნეთ რაციონალურად, დაისახეთ რეალური მიზნები და ჯიუტად იარეთ მათი ასრულების გზაზე. რაც ადამიანს გულით სურს, ყველაფერის მიღწევას შესძლებს, მთავარია მონდომოს და ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent