შინა მელოდა
მწოლიარე რომ ვიყავი შემომაფხიზლა ხმაურმა წამსავე ფეხზე წამოვხტი, თავსაფრის წაუკვრელადა, იქვე სარკმლიდან გახედილს ფერი მეცვალა სახესა, ოხერი მტერი სავნებლად სოფელსა შინა თავს ესხა. გაქვავებული ვიდექი, რომ შემაცოცხლა ძახილმა -ნანამზე, სანამ არ მოვალ ფეხი არ გადგა გარეთა! ფეთიანივით გავვარდი ამისა სიტყვის პატრონთან -თეოდორ, შენი ჭირიმე მითხარი აბა რა ხდება? -უჯიშოები მოსულან სათარეშოთა კახეთსა უფროსი ოჯახისანი გავდივართ დასახვედრადა, მარცხენას ფარი მიმშვენებს,მარჯვენას მჭრელი ხმალიო ვერ ეღირსება აქ პარპაშს ვერცერთი სეფიანიო! ვუსმინე პასუხს ქმრისასა და გულზე დარდი დამაწვა გაშვება მენანებოდა ამ ერთადერთი კაცისა, ვაითუ მტერსა ავ ბედზე სიკვდილად მსწრაფველ ეკვეთოს ვაითუ მარტოდ დარჩენილს შავი კაბები მეცვითოს. ფეხი ფრჩხილიდან თავამდე კანკალმა შემომიტია თვალებში მოულოდნელად ჟუჟუნა წვიმამ იტირა, სლუკუნით მისი სახელი ძლივ მოვაყოლე ბაგეებს -შენ იცი,შენმა მკლავებმა როგორ გამუსრავ მაგეებს! კარში გასვლამდე თვალები ალერსით შემომანათა ყორნისა შავი წარბები მაშინვე უმალ შეეხსნა, თავი ვამშვიდე,რომ ცუდი აღარაფერი მეხსენა ის დამიბარა მხოლოდ,როს მისთვის შინა მელოდა. მარტოდ დარჩენისთანავე თავი სიავემ მოიცვა, მაგრამ ვეცადე ამათგან მხოლოდა კარგი მერჩია. თბილი კერა ურჯულოთ გამო წამსავე შხამად მექცია თუმცა ამ კერის გარეშე ყოფნას აქვე სიკვდილი მერჩია. რა არის ჩვენი სიცოცხლე თუ არა მუდამ დარდია ჯერ მამა მიდის საომრად და მას მიყვება ქმარია, წლები რომ გავა ამ გზაზე ალბათ გაივლის ვაჟია და ვინ იტირებს მათ საფლავს თუ არა ისევ ქალია?! მხოლოდ იმედი გვაცოცხლებს,რომ შევიკვრებით ერთადა და მტერსა სეირს ვუჩვენებთ ბავშვების ამტირებელსა, რომ არა ვაჟკაცის გული,ვინ დაიცავდა სოფელსა სოფლისა მცველი ხალხია,პატრონი ამა ქვეყნისა. დრო ისე ნელა გასულა ვერ შემემჩნია ძახილი ბედნიერებით ამევსო სულისა ყველა ნაწილი, -გავიმარჯვეთო! ყვიროდა ჩემი ოჯახის მარჩენი ასეთ სიხარულს გვმატებდეს ყველასი ჩვენი გამჩენი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.