შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წლები გავა..და ჩვენ ერთმანეთს სადმე შევხვდებით...


1-05-2023, 18:11
ნანახია 1 419

წლები გავა და ჩვენ ერთმანეთს სადმე შევხვდებით.
აუცილებლად..
სადმე შევხვდებით..
უემოციო ღიმილს დამანახებ და შენს თვალებში ამოვიკითხავ დიდ ტკივილს,
ამოვიკითხავ უთქმელ სიტყვებს დიდხანს რომ დუმდი და შევეცდები ღრმად ჩავიბეჭდო ის თვალები,რომლითაც მიმზერ ახლა და გავიხსენებ ძველ თვალებსაც ადრე რომ ვუხაროდი..
გავა წლები და ჩვენ შევხვდებით ისე თითქოს ეს პირველად ხდება.
ორი ნაცნობი უცნობივით დავიწყებთ ცქერას.
ვიდგებით ერთად მაგრამ ცალ-ცალკე.
რას ველოდებით?
რა გვაქვს სათქმელი?
სათქმელი ბევრია,სიტყვები ცოტა...
წლები გავა და ჩვენ შევხვდებით..
და გულში დაგვკრავს მონატრების ძლიერი განცდა.
მინდა გაგიგო,
გიგებ,
და ვიკარგები..
წლები გავა და ჩვენ შევხვდებით ისე თითქოს ეს ჩვენ არ გვინდა.
მზერა გაგვყინავს და გვაიძულებს ვიყოთ ჩვენ ისევ ერთად.
ერთმანეთის წინ ერთად ვიდგებით, მაგრამ ცალ-ცალკე. წლები გავა და უმიზეზოდ დავიწყებთ ქვითინს.
მე გელოდები..
შენ მელოდები..
არ ვიმჩნევთ ღიმილს.
წლები გავა და ჩვენ შევხვდებით ისევ.
თვალები შენი მთქმელია მრავლის.
მინდა გაგიგო,
გიგებ,
და ვიკარგები..
წლები გავა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და მოგიყვბი რას განვიცდიდი მრავალი წლის წინ. დრო გავა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით.
შენ მოისმენ ჩემი გულის აჩქარებულ ძახილს და დარწმუნდები-არ ხარ სულ ერთი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent