შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


7-05-2023, 21:24
ავტორი ვე რა
ნანახია 910

გაიფანტა გრძნობები და ფიქრი,
როგორც ყელზე შეწყვეტილი მძივი.
არც კი ვცდილობ მოვაგროვო ისევ .
მაინც ვეღარ გამრთელდება ვიცი.

ვიცი სადღაც ჩემნაირად ფიქრობ.
შენ რომელსაც ვერასოდეს გნახავ.
მაგრამ მაინც უცნაურად მხიბლავს,
შენი სევდა ჩემგან შორს და სხვაგან.

ხელის გულზე მარგალიტის მძივებს
დავყურებ და მეღიმება კიდეც.
აი დარდი, აი სიხარული.
აირჩიე, მოიხდინო იქნებ.

შენს მსგავს სევდას დავატარებ გულით,
მე რომ ვფიქრობ შენზე, ესეც იცი...
ვაბნევ ცაზე პარალელურ სიზმრებს,
როგორც ყელზე შეწყვეტილი მძივი...

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან გთხოვთ სტოკჰოლმის სინდრომის მეორე ნაწილი დადეთ და იქნებ კარგი დასასრული ქონდეს. ძალიან გთხოვთ ვერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent