ზამთარი
კვლავ მოვა ჩემი ზამთარი ცივი, რომელიც ისევ გამიყვანს გარეთ. მოწყდება ამ ცას კვლავ შავი მძივი, რომელიც თურმე ცის წვერზე ვნახეთ. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი თეთრი და დაიწუნებს შერჩეულ მუზებს. ნეტავ ვინ იცის, ზამთარი ჩემი აქ ამ დღეებში თურმე რას უძლებს. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი თეთრი და მისი თოვა დამატკბობს წამით, მე კატებს თბილად ჩავიკრავ გულში და ვეტყვი თქვენ აქ დღეს ნუღარ კნავით. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი ცივი, რომლის სიჩუმეც დაამხობს ტალღებს და ეს სიჩუმე მე კარგად ვიცი, რომ ბევრი რამის კარებს სულ აღებს. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი ლურჯი, რომელშიც მწვანეს მე გავხდი სამოსს, ვიქნები ერთი უწყვეტი ბურჯი, რომელშიც შავს სურს რომ თეთრი ჭამოს. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი წყნარი, რომელშიც ღელვას თურმე აქვს ბინა, სიწყნარემ ღელვას გაუღო კარი, სიწყნარე ღელვას კვლავ შეერკინა. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი ცივი, რომელიც ისევ გამიყვანს გარეთ. მოწყდება ამ ცას კვლავ შავი მძივი, რომელიც თურმე ცის წვერზე ვნახეთ. კვლავ მოვა ჩემი ზამთარი თეთრი და დაიწუნებს შერჩეულ მუზებს. ნეტავ ვინ იცის, ზამთარი ჩემი აქ ამ დღეებში თურმე რას უძლებს. #გიჟითავისუფალია #მეტიპოზიტივი #ზამთარი❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.