მინდა შევიგრძნო სურნელი შენი და ჩაგეხუტო უთქმელი ხელით თუ ამომხედავ თვალებით შენით მე დაგანახებ გრძნობებით ძველით ისე მიყვარხარ წერეთელს შვენის ისე შეგიგრძნე ილიას ძღვენით ბახტრიონის წინ სიცილი შენი ეს სიყვარულიც ტარიელს ესმის და ეს გრძნობები გულიდან მესმის
მოწოლილი ფიქრები, თავს გასული გრძნობები უმართავი განცდები და ჩამქრალი თვალები ტკივილისგან აღვსილი, დაუცველი სხეული მონატრების სურნელი დაკარგული სხივები.
ვარდების ზღვაში გიხილე, ლექსი გიძღვენი უთქმელი, ვარდებს სურნელი აღარ აქვთ, ვარდებს აქვს შენი სურნელი. ხედავ რა ქალი ყოფილხარ? შენკენ ლტოლვა რომ დიდია, შენზე მაგარი კაიფი, მე სულ ფეხებზე .
მე მტანჯავს დარდი, და ვიცი ბევრი,იგივე გულის ტკივილით დადის...მე მტანჯავს ფიქრი, სხვას რომ არა აქვს,სხვას არც კი ესმის ეს ცრემლი რად ღირს!რამდენად მტკივა ყოველი სიტყვა,ღიმილთან ერთად ნათქვამი რაც მაქვს,რამდენად მტანჯავს