შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაღამდა


21-05-2023, 12:18
ავტორი ვე რა
ნანახია 947

დაღამდა

დაღამდა. ნახე, დაღამდა და გაყუჩდა მიწა.
ჩაცხრა ყოველი ფორიაქი გადაღლილ სულთა.
მხოლოდ ჩურჩული მოციმციმე გალაქტიკების,
ყური დაუგდე, ნუთუ შენ არ გაიფეთქავს გულთან?

დაღამდა. ღამე იყოს ვნების, იყოს ალერსის.
ჩამოიხსენი საყვარელო ყველა ნიღაბი.
ღამემ დამალოს საიდუმლო, რასაც გამანდობ.
მსურს დავიჯერო, რომ ამიხდა ყველა სიზმარი.

თითქოს მძიმეა ნაბიჯები, და სულის მახრა
გულიდან ყველა სიტკბოებას ისე ამოხრავს,
რომ არაფერი არ დამრჩება ტკივილის გარდა.
შენ ირმის ნახტომს გაღმა რჩები, მე კი გამოღმა.

ჩვენ შორის ნახე მანძილია დაუძლეველი.
ხელისგაწვდენა არ კმარა და ვგონებ დაგღალე.
გათენებები საკუთარ თავს გადაირჩენენ.
დაე, დაღამდეს ჩემო სულო.
დაე, დაღამდეს!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent