შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის საათი


25-07-2023, 00:24
ნანახია 1 122

შენთან იმგვარად მინდება ხანაც,
გაქცევა რჩება მხოლოდ და მხოლოდ,
რადგან სანატრელ ოცნებებს თუკი , არ მოეღებათ არასდროს ბოლო
დავრჩები, ვითარც ჩიტი უფრთებო
ანდაც ღრუბელი წვიმის გარეშე.
შენთან ყოფნისთვის ყველაფერს დავთმობ,
ყველაფერს რასაც სხვები ვერ სთმობენ.

დრო მიისწრაფვის მიქრის და მიქრის
და ქვიშის საათიც უფრო იცლება.
მე შეიძლება დღეს ვერ გიხილო
თუმცა შენი ხმა და სურნელება მუდამ დამყვება, როგორც თილისმა...
და ის სიზმრები შენ რომ მაჩუქე?
ან ღამეები უძილობაში თეთრად გადაპენტილ მინდვრებს რომ ჰგავდნენ
არ მავიწყდება....
არ მავიწყდება...
და თუ ასეა როგორღა შევძლებ
გავიქცე შენგან და გაგეცალო სანამ შენ თვითონ მტოვებ ოდესმე...

ვერ ვიყავ ახლოს როცა კი მსურდა,
ვერ გეალერსე ,სითბო ვერ მოგეც.
ჩემო ძვირფასო, ქვიშის საათი ჯერ კიდევ დარჩენილ წუთებს ქადაგებს.
რა ჩაიფიქრა ჩვენთვის ღმერთმა
რა სურდა ერთმანეთისთვის გვეთქვა
რა სურდა როგორ ან რა გვემხილა
რა სურდა ღმერთს, ჩვენთვის რა სურდა??
მე მგონი ისევ წვიმას აპირებს,
დავკეტავ სარკმელს მთვარე ანათებს.
მე შეიძლება მოვკვდე კიდევაც,
მე შენთვის მარად ყველაფერს შევძლებ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent