შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლოდინი


30-01-2020, 10:01
ავტორი melina
ნანახია 2 048

მოლოდინი
ღამეა, ცაზე კვლავ თეთრი მთვარე.
შენს მოლოდინში ანათებს ქუჩებს,
ქვიშის საათი აითვლის წუთებს
ჩვენს შორის კვლავაც იზრდება სივრცე.

თვალები ისევ აფრქვევენ სევდას
თავში ფიქრების მთელი არმია,
იმ დღეზე ვფიქრობ,საბედისწერომ
ჩემი ცხოვრების გზა რომ არია.

და იმის მერე მე დავალ ასე,
დაკარგულ იმედს დავეძებ ყველგან,
ვით უდაბნოში გზააბნეული,
ოაზისების მირაჟებს ხედავს.



№1 სტუმარი aleko

დავდივარ მაინც დავეძებ იმედს. იმედს, რომელმაც მონად მაქცია.
ჩემი ცხოვრება ხალისით სავსე.
უფერულ ფერად გადააქცია.
და მაინც ვფიქრობ უნდა ვიცოცხლო.
ეს ნაღველი კი გულში ჩავიკლა. ოდესღაც ბედმა მეც გამიღიმოს.
მოვეხვიო და მაგრად ჩავიკრა.
ამ მონატრებით დღე დღეებს მისდევს.
შემოდგომაა უხვი ფერებით.
მე კი დავდივარ იმედით ღამე.
მთვარეს ხომ მაინც მოვეფერები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent