შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა მაწვდის ხელებს


16-09-2023, 19:03
ნანახია 1 302

ხშირად ცარიელს
ცა მაწვდის ხელებს,
ღრუბლების სახით,
ის მჩუქნის
მცველებს.
რთულია, როცა შორდები ველებს,
შენია მიწა…
და კვლავ უტოვებ
შენებურ ცრემლებს.
თვალებს ხუჭავ
და ეხები
კედლებს.
სანამ ბუნება მიგიღებს ისევ
აცრემლებული შენ
ითვლი დღეებს.
დაცვენილ ცრემლებს
იმშრალებ მძიმედ
და შესუნთქვისას
გრძნობ
წვიმის წვეთებს.
სარკეებს შორის
ირეკლავ
მზერებს,
დაკვირვებისას
კვლავ კარგავ
ფერებს.
იხატავ თვალების
წამებულ
სეტყვებს,
რაც უჩენს ყველას
ამ სევდის
ეჭვებს.
თავს თუ დააღწევ შენ იმ ნაცრისფერს
და კვლავ მოუსმენ
მას, რაც გძენს ელფერს,
დატოვე ყველა,
ვინც გიკეტავს შორ გზებს,
გადაიფრინე,
კვლავ შეეხე მზეს.
ხშირად მაწვდის მე
ცა ხელებს ცარიელს,
მაგრამ თბილია,
როგორც ზაფხული.
თეთრ ღრუბლებს მიყენებს
მცველად,
მაგიჟებს,
შეყვარებული არის ფარული.
ისე ახლოს მყავს,
ისე მაშიშვლებს,
მას მე სიყვარულს
ვერასდროს დავუშლი.
თუ შევუერთდი
მე მის აჩრდილებს,
უსიტყვოდ კარტს
ისევ გავუშლი.
რთულია დაშორდე
შენებურ ველებს…
თავისუფლების კარგვა კი
გიშენებს ცამდე
მისაღწევ კედლებს.
და თუ გაუწვდი სიყვარულს
ხელებს,
მოიწმდენ ცრემლებს
და მიიღებ ფერებს,
რომ თან გაყვე შენთვის
იმ დათქმულ გეზებს,
რაც გაწერინებს
კვლავ ისევ ლექსებს,
თავისუფლებას
დაუდგამ კერპებს,
მზე შენ გახდები
და განათდები,
დღეიდან შენ შესძენ
სამყაროს ელფერს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent