შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერად შემცნეული დარდები


8-11-2023, 15:01
ნანახია 1 048

წამიერად შემჩნეულ და ჩაგონებულ დარდებს,
ხელს არ უშლი, ნება უშვებ, თითქოს რამეს გარგებს,
შეშფოთდები,შეჩერდები, თავს გაიქნევ მწარედ
წარბს შეიხრი, თითქოს რამეს აშტერდები განგებ.

ყველაფერი იყინება შენს გარშემო წამით,
დღისით რაღაც გაწყვეტინებს. საშიშია ღამით.
ღამით შენით თამაშობს და გხდის უსულო ჩვარად
არ გასვენებს, არც გაძინებს. ნუთუ გიღირს ამად?

დილით ისე გეჩვენება თითქოს აჭარბებდი
უმნიშვნელო დარდი, ფიქრი ცამდე აიყვანე.
გახსენებულ შემჩნეულ და ჩაგონებულ დარდებს,
არად აგდებ, გიკვირს ღამე რისთვის გაიმწარე.

გეღიმება, ფიქრდები და ბრაზიც გიტევს ჩუმად
იფერფლები. ნუთუ ასე გაგრძელდება მუდამ?
თავს ვერ უყრი უცაბედად შთაგონებულ აზრებს,
მოზღვავებულ ფიქრებს გული ასანთებით დასდევს.

აალდება ცეცხლი მკვირცხლად, ანახშირებს აფრებს,
ოცნებების ზღვაში ჩამწვარ ტალღებს ათამაშებს.
გემატება ძალა, ჟინი, მთებს გადადგამ თითქოს
წარმატების და დიდების სურვილები გიპყრობს.

მიზნისაკენ გაშმაგებულს გამალებით გიცემს გული,
იღლები და დროს ვერ ამჩნევ, ოცნებებში გადართული.
თითქოს ისევ უბრუნდები ღამისეულ კოშმარს,
ისევ ისე მიგათრევს და ბნელ კუნჭულში გბოჭავს.

ძალას იკრებ, ფიქრდები, მოთმინება გმართებს
შენი სევდიანი გულიც სიძლიერეს გამჩნევს,
წამიერად შემჩნეულ და ჩაგონებულ დარდებს,
ხელს უშლი და თავგზას უბნევ, არაფერს არ გარგებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent