დამიბრუნდი მალე!
გულში ყინვად მოიპარა უშენობის სიზმარი არ ვიმჩნევდი თუმც იარა მაღვიძებდა ტიალი. გაღვიძებულს არც შენი თმა არც შენი ხმა არ დამხვდა არც ის ერთი ცალი ვარდი შენს თვალებს რომ მიჰგავდა. მიტოვებულ ქოხსა ვგავარ საყრდენ გამომაცალეს აღარც რწმენა დამიტოვეს არაფრის თქმა მაცადეს. შენს ლოდინში უნებურად ყველა ძალა გავლიე უშენობას ვითვლიდი და წლები ცრემლად ვაქციე. სანთელივით ვდნებოდი გული ჩაქრა გაცივდა შენს სიყვარულს სულ თან ვგრძნობდი ვენებში რომ დაქვრივდა. მაპატიე ვერ შევძელი შენი სიტყვა ვარღვიე ვერ ავაგე ცამდე კოშკი ჩემი ძალაც წაიღე. ვერც პატარებს გავუფრთხილდი დამტოვეს და გაფრინდნენ მუდამ ერთი ფიქრი მყავდი ხოდა ისევ ასე ვაპირებ. შემოგფიცე სიყვარული უარი ვთქვი შიშზე დაგტოვებდი გეგონა და ხელს შემიშლის ციხე? არა აქ ვარ, ვიცი ასეთს არ მელოდი გალეულს ნდობის პირას, მოყრდნობილი ვერ ჩამაქრობ ანთებულს. სულ რომ გულში ხანჯლით დამჭრა ამასაც კი ვერ ვიგრძნობ უშენობით გადამწვარი სიკვდილს ღამით მე ვიხმობ. არა ასე, არ მინდა! უშენოდ ვერ მოვკვდები! წინ გამიძეხ, ძვირფასო! შენს ნაკვალევს მოვყვები. ცხოვრების გზას გავუყვეთ, აისს ერთად შევხვდებით, ხელში ყავით გავათენოთ, და შენს კალთაში გავთბები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.