დაბადება
სითბო გაზაფხულის სამკლავე და მისი თვალები ღამისფერ დედაო მარიამ, დამიცევ სუროში მე ვწვები შეშლილი და ისევ დღე მიდის შიშველი მკლავს რაღაც მესამის შიმშილი თავს მადგას ბოროტი შამილი ნარინჯ გზას - საფერფლეს, იქ ბერებს შავ მამებს მიმაბარეს შეშლილი როდესაც დღე დადგა შიშველი მზეში ამოვლებულ სიმკრთალის სიზმრებში აღარ ვხედავ ოცფრთიანს სიზმრები გაჰყვნენ ოქტომბერს სიზმრებში გაჰყვნენ კოჯორს ლუის, ელას და პეტერბურგს უკუღმა დაბრუნებულ დროს და როცა დღე დადგა სიმკრთალის ყველას ეშინოდა რაღაცის მათაც ეშინოდათ ჩემი მე კი მე მეშინოდა, გარდაცვლილს- სიცოცლე- კიდევ ერთხელ ვიყავ უსასრულო სიმაღლის ტაძრად "უმანკო ჩასახვის " და გადავხედე დასავლეთს არსად ასე ცოდვებს არ ამბობენ აქ ხომ ყველაფერი სიზმარია სიზმარშიც ბევრჯერ მინანია ცხადში- არასოდეს ასე როგორ უნდა დაოსდეს ფერი არ იცვალოს აროდეს მზე დაიწვას, თოვლი გახმეს პური დაობდეს შენ კი, ოცნება, ასე როგორ უნდა დაბერდე თავი დაუხარო განედებს მხარს რომ ჰაერივით ამოგიდგნენ სამივე კუთხის შესაშური სარკმელი, ჭერი და გასასვლელი აქ ერთი გზაა და გაუვალი ერთი გზაა და ისიც საშიში მე მოვკვდი დღე იყო ყვითელი წამი რომ დამიდგა საკვირველი მოვრჩი და აღარ იყო სიკვდილიც |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.