შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ორი ქალი


15-02-2024, 00:34
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 488

მარადო ქალწულო
რად მიყურებ ეგრე?
ხატაეთს გავაგზავნე სატრფო და
ხატიც კი არ შემიბრუნებია კედლისკენ
მაშ ისევ ფსკერს დარბაზების
მინაბული
თვალს გისწორებ,
სინანულით, რომელიც არაფერს ნიშნავს.
-ასე მკაცრი, ასე უდარდელი
მხოლოდ იმ ერთთან ვინც დაზრახავს იგივე ვნებით
ო არასოდეს, ჩემო მტერო
დაუთმობელო, მხოლოდ არასდროს
ერთნი ვიქნებით
ისევ ვიომებთ.
ჰოდა რად მიყურებ მეთქი აგრე, მარიამ
თუ იქნებ ის გინდა რომ
ის იპოვო ჩემს ხორცის შიგნით
გიჟი და ოხერი ჩემი მომხდური
ასე ჯიუტად რომ უარყობს ამაყ სიფხიზლით
"მტრები არა მყავს, მხოლოდ ციხე
მხოლოდ გალია"
ნეტავი იმის ხორცს დაგახედა
მე კი მანახა ეგ ნატანჯი, განწირული, მოსიყვარულე
როგორ მალიმალ შეუნაცვლებს ზიზღის სიმართლეს,
მზერას დამღუპველ ანარეკლის
მე ვერ გავუძლებ,
ჰოდა მიყურე რომ ეგ ვნახო, სწორედ ეგ ზიზღი
სანამ მიჯნური ჩემი წმინდა
ხოცვა ჟლეტიდან დაბრუნდება
რომ მომართვას დრაკონის სისხლი
ჩემს სამოთხეულ სილამაზის გასანაზებლად.
რომელი უფრო ცოდვილია
ეს ჩემი ხორცი
შენთან საუბრის თავმდაბლობას
რომ ვერ აყალბებს,
რისხვით ყვინთავს თავს ლურჯ რიდეში
თვალების ბრიალს არ დაუთმობს ავგულ და სადა
ამაყ სინანულს
თუ ის მტირალი, მონანიე უტეხი სული
რომელიც მუდამ შემოგჩივლებს თავის ხმელ ცოდვებს
მის ნამცეცებით რომ გააძღოს კედლის ვირთხები
საამებლად რომ მის სხეულში შემოასახლა
და მე მაბრალებს უსახო ვნების
გაუმიზნავი, უსაფუძვლო შტორმის იარებს.
ბოროტო სულო,
უნოტიესო და მარტოსულო
ტაძარი შენი დანგრეული
მე ვარ სნეული შენზე უფრო, ო შენზე უფრო
შენ იგი გსურდა გასულიყავ ჩემი ცეცხლიდან :
სადღაც ხომ ზეცა უსასრულო გეგულებოდა
მე კი გაქცევა,
არსებობა
სულის მოთქმაც არ მდომებია
მხოლოდ სიკვდილი,
ოღონდ უსახო, შავი და მიწიერი
მხოლოდ სიკვდილი.
ჰოდა ვის მეთქი, ვის უყურებ
შენ, ქალწულო
ვინ გეცოდება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent