შენი თმების ოკეანე
შენი თმების ოკეანე შენში მიყვარს შენი თმების ოკეანე. თმის ტალღების ალისფერი მოზღვავება. შენი თმების ცეცხლისფერი ქარიშხლების უეცარი, გაგიჟებით მონატრება... შენში მიყვარს ეგ ფახულა წამწამები. და ქარისგან მაგ თვალების ატირება. მიყვარს შენი დაჭორფლილი ლოყები და ცრემლიანი გაბუტული გაცინება ... შენი თმების აფეთქებულ ბროწეულებს, სად გავექცე, მეტყვი საით დავემალო? მეშინია ასე კარგი, ასე ნაზი, მეშინია, ქარში არსად დამეკარგო. იცი, კიდევ ერთი რამეც მიყვარს შენში, ჩემს კოცნაზე წამიერი გაოცება. ვერვინ ქვეყნად, გეფიცები ვერვინ შესძლო ჩემი გულის მოთოკვა და დამონება.... მაგრამ შენში მიყვარს თმების ოკეანე და ტალღების ცეცხლისფერი მოზღვავება. თმებში ცელქი ბროწეულის ბრჭყვიალი და ჩემგან შენი გაგიჟებით მონატრება. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.