შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეთერული გასხივოსნება ღვთაებრივ სამეფოში


22-03-2024, 23:04
ნანახია 879

ეს ლექსი ეძღვნება ვარსკვლავ გოგონას, რომლის მშვენიერებამ შორეული ვარსკვლავის ელვისებური ციმციმის მსგავსად მაგნიტური რეზონანსით მიმიზიდა ცხოვრების ბაღში სეირნობისას. ცასავით ვრცელი გულითა და ქარივით თავისუფალი სულით ის სამყაროს ბედნიერებითა და სიყვარულით ავსებს.


მისმა ღიმილმა მომხიბლა უცბად,
მზერა ემოსა სითბოს მნათები,
როცა ბუნებას ეხვია ქურქად
დეკემბრის თეთრი ბრილიანტები.

ვაკვირდებოდი გოგოს ტკბილხმიანს,
ყოველი სიტყვა გულზე შემეხო,
დინჯად ვუსმენდი მძიმედ ფიქრიანს,
მსურდა გაცნობის კარი შემეღო.

დედამიწაზე იყო პირველი,
ვინც სილამაზით აღმაფრთოვანა,
ღვთისთვის მადლობის გავხდი მწირველი,
რომ მომივლინა სულის ხმოვანად.

მარტოობაში ბრძოლა ძნელია,
თან უწყლო მიწა გამოიარა,
მასთან სამყაროს გამომხნელია,
ვინც მოუშუშა ბევრი იარა.

უფალი გოგოს ცრემლებით წუხდა,
თავის მკლავებში გამოზრდილია,
მარადისობამ შეამკოს უნდა,
მისი სიცოცხლე ისე ტკბილია.

ბოროტებისგან არის დაცლილი,
შარავანდედი მოუჩანს თავზე,
ანგელოზია იქნებ ნამდვილი,
წმინდა ფრთებია ეს სილამაზე?

ფიქრთან უძლური აღმოვჩნდი წამით,
უცებ გონება ნათელ აზრს ბადებს,
ღამის წყვდიადში ვუქცერდი მთვარით
გაცისკროვნებულ გოგონას სახეს.

ღმერთი მაძლევდა ტრფობის უფლებას,
იგი ხომ თავად სიყვარულია,
თუ მართალი ვარ, მელის კურთხევა!
თუ ვტყუი, სული განწირულია!

ვდუმვარ პოეტი, აბელის სწორი,
მხოლოდ სიკეთე დამითესია,
მაგრამ ვიაზრებ შობილთა შორის
ჩემი ცოდვები უმძიმესია.

მეუფემ მითხრა: იარე რწმენით,
გულთა ბატონმა გამოგარჩია,
ვინც გახილვინე შვილია ჩემი,
მასზე ძვირფასი არ გამაჩნია.

წუთისოფელი აკრთობს წუხილით,
ვერ დაატყვევებს მტერთა ძალები,
მე აღვუძარი ძებნის სურვილი,
მასთან ბინა მაქვს შეუდარები.

თბილი გრძნობები მასში სახლობენ,
მისთვის წმინდაა ჩემი სახელი,
მოულოდნელად დაგიახლოვე
მისი რაობის ფიქრში გამხელით.

ასე დასრულდა ზეცის სტუმრობა,
ეს ისტორია ბევრს დაამუნჯებს,
როგორ შემიპყრო გოგომ უცნობმა,
რომელიც აკრთობს ყველა საუნჯეს.

რა სათნოება ვნახე ირმაში?
სიონზე სახლობს ცისკენ მზირალი,
ბედნიერებას ვხედავ მის ხმაში,
ყოფიერების ვერ სძლევს გრიგალი.

ხან ეჭვის სოფელს სტუმრობდა ქალი,
ცხვარი ტურებთან როგორ გაძლებდა?
ბოლო დღეებში სამოთხის ქარი
მის თეთრ სამოსელს აფრიალებდა.

გთხოვთ, მოეპყარით მის გულს სიფრთხილით,
მჯერა, ეს ლექსი ყოვლისმთქმელია,
მისი თვალები, მისი ღიმილი
მზის სინათლეზე მშვენიერია!

ავტორი ლადო ქურთუბაძე



№1  offline წევრი Ninit nini

აუუუ ძაან კაი იყოო <3

 


Ninit nini
აუუუ ძაან კაი იყოო <3

უღრმესი მადლობა! თქვენი შემოქმედებაც მიმზიდველი და მშვენიერია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent