სინათლე მარადისობის
ჩვენი სულები მარად და ყველგან, გამოსჩენია კიდეც უკუნეთს.. ჩვენი ნათება და სიძლიერე გამორჩენიათ, კიდევ სულდგმულებს.. მოგეცი ზღვა და წრფელი ფიქრები, მომეცი ლურჯი ტალღების ძალა, ცისკენ მიმავალ ცისარტყელა ხიდს გაურღვევია კიდეც ვალჰალა.. გაურკვეველი სამყაროს თავზე, გადაიფრინეს ანგელოზებმა, და დაინახეს სულების სახე, თავი იჩინა საგონებელმა.. იფიქრეს დიდხანს მარტო-სულებზე, იფიქრეს, ღვარეს მათთან ცრემლები, მათ შემხედვარე სახეზე იწყეს მონანიების მწარე ეკლები.. გამოცხადება, მათი სულებთან, იყო ნალექი წმინდა ზეცისა და გარდასახეს მათი სიბნელე, ნათლად გადასცეს სიკეთის ქისა.. უთხრეს, იყავით, მხნედ და ხარებით, ჩვენ თავს ავიღეთ სიბნელე თქვენი, გქონდეთ ნათელი მუდამ თვალებში , აღარ გექნებათ ნაღველი მწველი, გეცხოვროთ, მხოლოდ სიყვარულისთვის, გვახაროს თქვენი ყურებით ღმერთმა, არ დაგვიწყოდეთ აღარასოდეს, რამ შეგვახვედრა ჩვენ ერთმანეთმა.. ჰპოვეთ კაშკაშა სინათლის წყარო, გაუზიარეთ სხვებსაც ეს მადლი, დალოცვილ იყოს ცხოვრება თქვენი არ ჩაგქრობოდეთ უშრეტი კანდლი..... ფრთები მოჰქნიეს სერაფიმებმა, გაუჩინარდნენ ღვთის სინათლეში, გაოცებულმა მარტო-სულებმა სიყვარული ჰყვეს, მათ, ერთმანეთში.. შეხედეს ერთურთს წრფელი თვალებით, -გაგიზიარებ კიდეც სამყოფელს... შენ ჩემი იყავ ოცნება მშვიდი, ვუთხრათ უარი ამ წუთი-სოფელს.. სიცოცხლის შემდგომ უსასრულო ჟამს, დავდგებით ერთად ჩვენი ნათებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას მუდამ იქაც გვენთება გული სანთლებით.... ცეცხსავსე გულით, და სიყვარულით, გალიეს წლები წუთი-წამებად და არასოდეს აღარ ჰქონიათ მარტოობა და გრძნობა, წამებად.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.