დაცემულის ტკივილი
სამოთხის კარზე მეამბოხე სული შევნიშნე უწინ დიადი ნათელი სხივი მას რომ ეფინა ამპარტავნებას დაუკარგავს მისი მშვენება მისი სიმშვიდე მისი ძალა და პატივგება ოდეს მთავარი ანგელოზებთან რომ იყო სწორი და სიხარული მათთან ერთად თანაზიარი ზეცის პირველი ანგელოზთა სწორი რომ იყო სამოთხის კარზე გასასვლელთან დგას სიამაყით მზე დიდებული რამ შეცვალა ასე არსება ასე სიბნელე რამ მოიცვა ნათლის მთავარი ასე სინათლე სიამაყემ როგორ დაჩრდილა და გული მისი ბოროტების სავანედ იქცა სიტყვები მისი სიბნელისგან წარმოშობილი სახე ბოროტის ასე მკრთალად წარმოჩენილი ასე სიბნელე რამ მოიცვა ნათლის მთავარი და წარსულისა ნაპერწკალიც რომ არსად არი ვიცი ქვესკნელის სატანჯველის მრავალი გზები რომ უდიდესი მათ შორის ხომ გეენა არის ადგილი სადაც სიამაყემ შთანთქა ისინი ადგილი სადაც სამუდამო ყოფნა მოელით მესმის სიტყვები სინათლიდან წარმოშობილი რომ სამყოფელში მომაკვდავთა სულნიც არიან ვინც ნათლის გზების გზას არ დაადგნენ ვინც ცოდვილ გზების კვალს მტკიცედ გაყვნენ და გაუყვიათ სატანჯველში სამყოფი მწარე ორთავე ერთან დახუთულნი იწვიან ასე მაგრამ ბოროტი მეტ ტკვილს მაინც განიცდის როცა სამყოფში ორი მხარე იყოფს სატანჯველს ნუთუ ბოროტი მეტ ტკივილს იმით განიცდის რომ სიამაყით გეენაში დაიდო ბინა მაგრამ მოკვდავნიც სიამაყით ხვდებიან ასე და აზრიც წამსვე გაიფანტა გაქრა აორთქლდა იქნებ სამყოფი ის რაც მას უწინ მეტად ატკბობდა სინათლე მისი და სიხარული მასში რომ იყო დაუკარგია სამუდამოდ და ასე მარად მონატრებისა გრძნობას მოუკლავს და ასე ტანჯავს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.