შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეამფიქრები


19-05-2024, 01:42
ავტორი Hades
ნანახია 804

ჩურჩუტელაო, მითხრა და გზა გააგრძელა გრძელიო, მოდი მითხარი მაშ სადმე თუ იყო რამე ძნელიო, გადაადგილე გრძნობები, ნაყოფს მოჰკიდე ხელიო, ამოძირკვე და მოიმკე რაც სთესე შენი ხვედრიო..

მოდი მაჩუქე წყვდიადი, გული მნათობი მწველიო
და დამანახე, მიაზრე, ცხოვრება ტვალუწვდნელიო.. იყავი ჩემი ნუგეში სიცოცლე მომე გრძელიო, მიპატრონე და მომეცი ეგ გული გრძნობით წრფელიო..

შენია, ყველა სიტყვა და გულში ნადები გრძნობები,
შენ გუშინ გამოიდარე, მე კი დღეს ვემშვიდობები.. ღამეა, ძალდატანებით, სინათლე მოჩანს სხვენიდან, სადაც პირველად შობილი, მზე იჭყიტება შორიდან..

ღამეა, უკუნითიდან მოჩანს ნათელი წვეთ-წვეთად,
და ეფინება არეალს როგორც ლამპარი ზეციდან.. გამოასხივე მნათობო, შენი ფერია ელჭექის,
და დამანახე ცხოვრება ანგელოზოს და ედემის..

სიყვარულია ნამდვილად, გრძნობაა წრფელი გულისა, მოდი მიჯნურე, მახარე, მომეცი გული მხსნელისა, ქნარზე დაძრული სიმები, ჩუმია, ისმის? გაგონენს? არსად არასდროს არავის გაუგონიათ გამგონებს..

სიყვარულია ნამდვილად? მაშ გავახუროთ სიმები! ამოვძახოთ და გავმართოთ სიმღერა და ნადიმები, მხიარულება გულისა, მაჩუქე, შენი ხვედრია,
ჩემი ოცნება შენდამი სპეტაკი და უდრეკია...

სადღაც კადრების მიღმა და სხვა სამყაროში მიყვარდი, სადაც კუპიდონს ისარი გამოუსვრია ვით ვარდი..
გვიცხოვრია და გვიგვრძნია გრძნობები, მზე და მთვარეო,
უსასრულობის რეჟიმში აქაც შენ მომეპარეო….




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent