მთვარის ბაღი
მთვარის ბაღი მე მაღამებენ ფიქრები, და შენა ხარ ფიქრი... ღამისმთევარი ოცნებები სახეს მალავენ... ვერ ამოსრულდი, ამოთავდი, ამოსხეულდი. ჩემი არსიდან ვერ დასრულდი ფიქრით ცხადამდე. შუაღამეა. სწორედ დროა შენთან შეხვედრის. კვიპაროსების მიღმა მოსჩანს ძველი სამრეკლო. შენ მთხოვ ვიწამო სიყვარული და შენ არ მყავდე. და უშენობა მოვიხდინო თალხად, საჩემოდ. მივყვები ბილიკს. ათასჯერ რომ სხვასაც უვლია. ქარია. შენგან ჩამოწნულ თმას მკლავზე დაიხვევს. ფიქრებს აშლის და....ეს წყეული, სულსაც ამომხდის.... ფიქრებს აშლის და დალაგებულ რითმებს ამირევს.... ზარებს რეკავენ... ეკლესიის ბაღში წევს მთვარე... უშფოთველ ძილში ჩემ მაგივრად გნახულობს სიზმრად. და მეც დაღლილი მას ვუკოცნი ქარვისფერ თვალებს. შემოდის ჩემში, შენს ნასახლარზე დაიდებს ბინას.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.