მუზამ მიწყინა - ერკე მიდასი
მუზამ მიწყინა ლექსის წერისას გეკადრებაო? მსგავსი ტაეპი უნდა ილტვოდე აღმაფრენისას უძირო სიზმრის ქვაბში დაეშვა. არ მინახავხარ დიდი ხანია მომიტევებ რო? იქნებ აღარც კი დრო საშინელი ასატანია დროსთან ბრძოლაში მეც კი დავმარცხდი. რა ვქნა ვიღლები-მეთქი ცხოვრებით ამ საოცარი მეტაფორებით თითქოს ვიგრძენი სკოლაში ჩავრჩი და დავამთავრე სწავლა ორებით. -შიში თუკი გაქვს მაღლა აფრენის, -არ მეშინია არსად გაფრენის! -თუ კვლავ დამტოვებ მეტად, გამაქრობ -უშენოდ უფრო ნელა გავა დრო. ხშირად მივმართავ გალეულ მუზებს რათა.... უცოდველს გადავეყარო ვერ მოვიმარჯვებ ხელში მაუზერს მიწა მკითხველმა მსურს მომაყაროს. დაქცეულ ვიქენ რათა ვიწამო უფლის არსის და ჩვენი სიტყვისა ნაწვალებ ბილიკს შვებაც თან ახლავს მალვა სიცხადით გამოითქმისა. მაღალ ფერდობზე მედო იმედი იქ აღარ დამხვდა, როცა მივედი მეკობრე როგორც ჩაუშვებს ღუზას ისე ვივიწყებ ხანდისხან მუზას. -მე მახსოვს მთელი იმედით თქმული მსოფლიოს შეზანზარების მომსწრე, რომ ყოფილიყო შენი სახელი ლექსის ნაცვლად კი აწ მხოლოდ ცოლს სწერ. -გრძნობა ვარჩიე ცხოვრების კვალად, უკვე შვილიც მყავს, დავარქვი შიო ბედნიერი ვარ ქმარიც და მამაც შენთვის ჯობს აღარ გამომიწვიო. -ისევ შენი ვარ, ასე გამაგდებ? რისთვის ვიბრძოლეთ მთელი ეს წლები ღამეს ვათევდით ერთად სანთლის წინ ახლა კი მხოლოდ იმ ქალთან წვები. -შეწყვიტე ასე ხსენება მისი! აღარ იქნები სიცოცხლის ღირსი! -მაშ დაივიწყე ჩემი გზა-კვალი აღარ გაქვს ჩემთან თავშესაფარი. -თან მჭირდები და თან არ მჭირდები, ვერ გამიგია.... ხან იაფდები, ხან კი ძვირდები ვერ მომიგია.... -ერთ იდეაზე აწყობილს გავხარ ვერ გამიგია.... სიყვარულს ყველგან - მე ვერსად მნახავ, ვერ მოგიგია... მძაფრად დავხევდი უთქმელ სიმართლეს მგონი მიმართლებს, გალეშილ ვარ და ფიქრები ვგონებ სხვისგან მართული სულ ახლართული მიტოვებს განცდას, თითქოს დავკარგე საკუთრივ თავი უკიდეგანოდ გადავწვი ზეცა, ფანტაზიისგან ვერ ავლებ ზღვარებს სიტკბო როდია ბანანის კბეჩა. -არ მომეკარო, ვეღარ გცნობ მეტად. ზურგი მაქცია შესაძლებლობამ -მოგიბოდიშო? გზებს ნუ ჩაკეტავ, რომ დავიბრუნოთ ერთურთის ნდობა. სადისტი ხარო, მუზამ მიწოდა იმას ამბობდა, რაც არ იცოდა... გული ვუშალე, ვუხსენ აკრილი, მკითხა: სად იყავ მთელი აპრილი? თრობას მივეცე თუ ფანტაზიას... ჩემს ტვინს სტროფები ჯერ კვლავ აზიან სიხალასეა თუ მარაზმია მე არც კი ვიცი... ვერცა თავსა ვფლობ... კალმით ხელში ვარ მარად ბასიანს. ე.მ. 19 ივნისი 2024 14:03 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.