ფიცი შავნაბადაზე
ფიცი შავნაბადაზე არ ვიცი მაშინ,მიყვარდი რატომ? ალბათ,სულელი ვიყავი კარგო. შენი დანახვით დამეხვა თაბრუ, და ჯოჯოხეთში ჩავეშვი მარტო. გითხარი კატო,მიყვარხარ სათნო, მე უშენობით ვიყავი მარტოდ. ხელი ჩაგკიდე,მაგრად ჩაგკიდე, და სიყვარული შეგფიცე მახსოვს. მახსოვს მითხარი,მიყვარხარ სანდრო. მე უშენობით,ვიქნები მარტო. მაშინ პირველად,ვიგრძენი კატო, თუ რას ნიშნავდა გიყვარდეს სათნო. მახსოვს ერთ წელში მოირგე კაბა, თავს გიმშვენებდა ლამაზი ფატა. შავნაბადაზე,გიორგის ხატთან, ფიცი დავუდეთ,სიყვარულს ცათას. ასე მეგონა გიყვარდი მართლა, რომ უჩემობით,არ იყავ კარგად, მაგრამ ვცდებოდი,გაფრინდა ფატა, შენ უჩემობა დაიდე კვალად. არ ვიცი რატომ გაცივდა სული, ან რად მომიკალ პატარა გული, ო როგორ მახსოვს,მითხარი მაშინ, აღარ მიყვარხარ,ვბრუნდები სახლში. წავიდა კატო,დამტოვა სათნომ, მე უმისობა,მერგუნა მარტო. ვზივარ და ვფიქრობ,მიმაგდე რატომ? შენ ხომ შემფიცე,მიყვარხარ სანდრო. გადიან წლები,თეთრდება თმები, შენს დავიწყებას,ვეცადე ბევრი, მაგრამ ყოველთვის,როცა თვალს ვხუჭავ, ფიქრს ელანდები,ლამაზი მზერით. არ მსურს გავტეხო, ნაფიცი ჩემი, სულ რომ მეძახონ სულელი,შტერი. შენ დამივიწყე,გაფრინდი გედი, მე უშენობის მერგუნა ბედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.