შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან


10-12-2024, 09:10
ავტორი ვე რა
ნანახია 387

ხანდახან ისე არ მინდა დაღლა,
მაგრამ ვიღლები.

ხანდახან ისე არ მინდა დაცლა,
წვეთიც არ ვრჩები.

ხანდახან ისე არ მინდა გაცლა,
მაგრამ მარტო ვარ.

ხანდახან ისე მინდა გიკითხო,
არა მცემ პასუხს.

ხანდახან ისე, სულ უბრალოდ,
მხოლოდ ხანდახან,

მე ზეცა მინდა, მაგრამ წვიმს
და ზეცა არა სჩანს.

ხანდახან მზე ვარ,
ხან დარდი ვარ დაუსაბამო.

ხანდახან ჩემში ისე ძლიერ ფეთქავს სიცოცხლე...

ხან კი არ ვიცი,
როგორ გითხრათ,
როგორ გიამბოთ.

მგონია არც ვარ
და ჩემს ამბავს
ვიღაც იგონებს.....

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი დეა

ჩემი მდგომარეობა აღწერეთ თავიდან ბოლომდე.
სულში ვუგრძენი შეტორტმანება.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი დეა
ჩემი მდგომარეობა აღწერეთ თავიდან ბოლომდე.
სულში ვუგრძენი შეტორტმანება.

საინტერესო მკითხველი ვიპოვნე თქვენი სახით)

 


№3 სტუმარი სტუმარი დეა

ვე რა
სტუმარი დეა
ჩემი მდგომარეობა აღწერეთ თავიდან ბოლომდე.
სულში ვუგრძენი შეტორტმანება.

საინტერესო მკითხველი ვიპოვნე თქვენი სახით)


სიმართლე გითხრა მე სულ აქ ვარ და წაკითხული მაქვს ბევრი რამ. უბრალოდ ძალიან უნამუსოდ ვიქცეოდი კომენტარებს რომ არ ვწერდი :დდ მინდა რომ მოტივაცია მოგცეთ, ყველა კარგ მწერალს, რანაირადაც შევძლებ თუნდაც სულ პატარა კომენტარის სახით. კარგი ხარ და მინდა ძალიან ბევრ რამეს მიაღწიო, როგორც მწერალმა :)) All the best. ბევრი გულიკები შენ.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი დეა
გულიკები

მადლობა, ხშირად ძალიან ბევრს ნიშნავს წახალისება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent