შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბარი მნათთან(ლ.ა)


12-12-2024, 19:01
ავტორი Lucas
ნანახია 207

უარაფრო ღამის ჩუმი შეარხია მთვარემ,
მეკითხება: ძმაო, ძილი არ გაცალა რამემ?
არ მაცალა, ასე არის, ვუპასუხე კრძალვით,
მითხრა, მანდე სიტყვა, იქნებ, დაგეხმარო რამით.
განა, ვერ ჭვრეტს ჩემი სხივი შენს ამ ცქერას თვალის,
ჰგონებ, არ ვცნობ, რომ მაგ გულზედ ფიქრი გაწევს ქალის?
გული მანდე, ფიქრი ცამდე მოუშვი, რომ ვიღო,
მე რომ შენი, შენ კი ჩემი დარდი რომ გაიგო.

ამ დროს, ვფიქრობ, რა ძნელია გულის ბგერის მალვა,
რა ძნელია, მეს ვუბრძანო მასზე ფიქრის კრძალვა,
რა ძნელია, სიჩუმე თუ ხორცი დრტვინავს ძალით,
იქნებ, მთვარემ მითხრას რამე, ვიგრძნო შვება წამით,
ვეკითხები - ძმაო, ოდეს გყვარებია ვინმე?
ან თუ მკვდარხარ სიცოცხლეში და თუ რამე იქმე?
სატრფო შორი, გულისსწორი თუ გახსენებს რამეს,
შემაწიო, იქნებ, სიტყვა უარაფრო ღამეს.

მთვარეც ადგა, განკაცდა და ჭიქა იღო ხელში,
მითხრა - მე და ღვინომ ვიცით, ვინც ვარჩიე ბევრში,
ქალი მკრთალი, თითქოს ქნარი და სიმები ერთად,
თქვენ, მოკვდავნი ვისაც ხედავთ, ვინც მეც ვნახე ღმერთად,
რომელ სხივზეც შემისხია კაცთა მსგავსად ხორცი,
მისგანა მაქვს ნასესხარი ყველა სხივი ნორჩი,
მისგან ვნათობ, მისგანა ვარ ასრე სრული ბნელში,
არ ინათებს, მეც გავქრები, როგორც მკვდარი ლეში.

მის გვერდით მე ვერ ვპოულობ ჩემს სამყოფელს ცაზე,
როგორ უნდა ვმორჩილდე ამ უბედობას ასე?!
შენ რად გადევს მწუხრი გულზე, პირში გიდგას სული,
არ ხარ ჩემებრ ცის მნათობი, ტრფიალს დანაკლული,
ადე, ძმაო, ადე, გეტყვი - არ გაუშვა ხელი,
განა, გინდა დაივიწყო შენი სატრფოს ფერი?!
აჰა, მე შენ განკაცული სიტყვას გაძლევ კაცურს,
დავინახო კაეშანი შენს თვალებში არ მსურს.

მთვარე მორჩა სიტყვას მისსა, მომაბარა მწუხრი,
და იმ ღამით იყო ლევა და ნადიმი უხვი,
დაე, ვენდე მას და მოყვა გული მართალს ძგერას,
იცის მთვარემ, უიმისოდ რომ გავხდები ვერას,
დავდეთ სიტყვა ყოველ დღისით თვალს ვადევნებ მისას,
ის კი ციდან გადმოხედავს ჩემსას, მსგავსსა მზისას,
ასე არის, ვართ მიჯნურნი უთქმელი და მწირი,
როცა დააქვთ ცის მნათობებს თავის გასაჭირი.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვტირი……… გაუსაძლისი ლექსია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent