შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამოდი მზესთან


22-12-2024, 09:42
ავტორი ვე რა
ნანახია 690

არ გინდა სიბნელე.
გაუშვი სულიდან,
ეგ შენი წყვდიადის ნაფერი დარდები...
მზე ბრწყნავს. გახედე, გახედე განთიადს...
აღიქვი მზისფერი და წამით გახევდი....

თვალებზე იფარე თითების ჩრდილები...
დაიწყოს რიალი ფერადმა წრეებმა...
სულში შემოუშვი სინათლე ცხრაფერი...
იმედით აგავსონ ახალმა დღეებმა...

არ გინდა სიბნელე, ჩრდილი და სიბრაზე...
ნუ ფიქრობ, არ არის აქ შენი ადგილი.
ხელი მომაწოდე, მაგრად ჩამეჭიდე,
და თუნდაც არ იყოს გაბედვა ადვილი...

წამოდი, მზე გვიცდის, დარდები გვტოვებენ.
წამოდი, სიცოცხლე ვისწავლოთ ახლიდან.
ოცნებას დავუთმოთ გული და წადილი.
ლამაზად ცხოვრება გავბედოთ თავიდან..

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

შეწყვიტე თოვას აღარ აგრძელებთ?. ძალიან გთხოვთ გასგრძელეთ. მოუთმენლად ველით ამდენი ხანია

ძალინ გთხოვთ გააგრძელეთ. ყოველ დღე ველით თქვენს გამოჩენას და შეწყვიტე თოვას გაგრძელებას

იმეფს არ ვკარგავ რომ გააგრძელებთ შეწყვიტე თოვას. იმედია საახალწლოდ ან საშობაოდ სასწაულწბი ხდება. ღმერთი თქვენსკენ. ძალოან მომწონს თქვენი ისტორიები და უდიდეზ პატივს გცემთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

მკითხველს პასუხის ღირსადაც არ თვლიით?ყოჩაღ თქვენ!

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
შეწყვიტე თოვას აღარ აგრძელებთ?. ძალიან გთხოვთ გასგრძელეთ. მოუთმენლად ველით ამდენი ხანია

ძალინ გთხოვთ გააგრძელეთ. ყოველ დღე ველით თქვენს გამოჩენას და შეწყვიტე თოვას გაგრძელებას

იმეფს არ ვკარგავ რომ გააგრძელებთ შეწყვიტე თოვას. იმედია საახალწლოდ ან საშობაოდ სასწაულწბი ხდება. ღმერთი თქვენსკენ. ძალოან მომწონს თქვენი ისტორიები და უდიდეზ პატივს გცემთ

გავაგრძელებ, როგორც კი მისი დაწერის სურვილი მომივლის. ძალით რანაირად დავწერო. ახლა ამ მომენტში სულ სხვა ისტორიამ გამიტაცა და ჩემი ფიქრების სულ სხვა პერსონაჟებს დასტრიალებს. მეოცნებეთა ლიგა მონახეთ ჯგუფი და იქ დააკვირდით რას და რანაირად ვწერ. თუ გგონიათ არაფერს ვწერ ცდებით. რა ვქნა არ ვიცი. ბოდიში რომ აგაღელვეთ. მაგრამ არ მეგონა თუ ასე სხვა ამბავი გამიტაცებდა. თან იქნება ის ამბავიც არანაკლებ მოგეწონოთ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდებით და ისე დაიწყებთ ისტორიის წერას, მას ადამიანები კითხულობენ და აინტერესებთ როგორ დასრულდება, ძნელია მკითხველის სიყვარულის მოპოვება და ადვილია მისი დაკარგვა. წარმატებებს გისურვებთ.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდებით და ისე დაიწყებთ ისტორიის წერას, მას ადამიანები კითხულობენ და აინტერესებთ როგორ დასრულდება, ძნელია მკითხველის სიყვარულის მოპოვება და ადვილია მისი დაკარგვა. წარმატებებს გისურვებთ.

ჩამოყალიბებულიც ვარ და ვიცი რას და როგორც ვაკეთებ. და ეს უაზრო ფრაზები საერთოდ არაა საჭირო. მე არც კითხვას გაძალებთ და არც წერას. თუ საჭიროდ თვლით რომ არ წაიკითხოთ ასეც მოიქეცით. ეს ფარულად შეურაცხყოფის მიყენებაც არაა რთული როგორც ჩანს. წარმატებები თქვენც.

სტუმარი ნინო
მკითხველს პასუხის ღირსადაც არ თვლიით?ყოჩაღ თქვენ!

თქვენ საერთოდ აზროვნებთ? გგონიათ აქ ვზივარ კომენტარებს და მეტი საქმე არ მაქვს? თავი რომ დამანებოთ უკეთესია.

 


№6 სტუმარი ეკა 5

ლექსებიც ისტორიებივით თბილი და პოზიტიური გაქვს ❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent