შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის გასაღები


16-04-2025, 01:33
ავტორი Lukkiano
ნანახია 172

უჩვეულო ღამეა და ჩემში ვხედავ მხოლოდ სევდას
ვერ ვიღიმი ,ჩემი გული , რადგან მხოლოდ სევდას ბედავს
როგორ ვიყო ბედნიერი ,რომ ვერ ვუძლებ ამდენ დარდებს
არც ის მჯერა ,რომ ჩემს გულში ოდესმე გამოიდარებს

ვეღარ ვხედავ დღეებს მზიანს , ირგვლივ ყველგან ბინდია
ხშირად ვებრძვი საკუთარ თავს, წინაღობა დიდია
მე კი მახსოვს ,სულ ვამბობდი , ვეღარ ვუძლებ ამ ფიქრებს
და თუ ხშირად გავიღიმე, ამას ჩემზე ვინ იფიქრებს ?

რომ გადმოვსცე ყველა გრძნობა, რასაც გულში ვინახავ
ან ვის ვუთხრა რა აზრი აქვს , ისევ მე შევინახავ
როცა გული ძლიერ მიმძიმს, მაშინ ვიწყებ მსგავსად წერას
მხოლოდ ჩემში შევინახავ, ნაღვლიანი ამ წარწერას

როცა სევდა გულში მჭიდროდ კვლავ დაიდებს ფართო ბინას
მუდამ შავი დღეები მაქვს ,ღამით ,როცა აღარ მძინავს
მე კი ვიბრძვი ,რომ ოდესმე ,ჩემი თავით ვიგრძნო ტკბობა
ახლა ალბათ შემიძლია ერთი-ორის ვინმეს ნდობა

და მე მჯერა, რომ ამ სევდას,გადაფარავს გული წრფელი
მაშინ როცა სულ მარტო ვარ , მაშინ ,როცა არვის ველი
მარტოობით გადაღლილმა აღარ ვკარგე მე იმედი
ჩემი გულის გასაღებთან , ჩემი ფეხითვე მივედი.

ბოლოს მინდა ვიყო მშვიდად და ჩემი თავით ვიხარო
ვეღარ ვპოვე ქვეყნად ვინმე, რომ მე მისით გავიხარო
ვეძებ მხოლოდ საკუთარ თავს , როცა ვინმეს ნატვრა დამსდევს
ჩემი გული, ჩემი სული ყველაფერი აი აქ დევს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent