შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამეს , გაზაფხულის ღამეს


29-04-2025, 00:35
ავტორი siyvarulistvis
ნანახია 282

ღამეს , გაზაფხულის ღამეს

ღამეს, გაზაფხულის ღამეს
ნელი სიო არხევს ფოთლებს
უნდა მოვუსმინოთ გულით
ღამე მოგვიყვება ამბებს

ღამეს, ყური ვუგდოთ ღამეს
კვლავაც მოგვიყვება ამბებს
თურმე გაზაფხული იყო
შენ რომ დაიბადე მაგ დღეს

სუსხი ყოფილა
ძვალრბილში ატანდა
სიცივე ყოფილა
მდუმარე ღამეს

ღამემ შეამჩნია შენი დაბადება
ღამე უსიტყვოდ, თუმცა ახმაურდა
სუსხიან ველებს , მთვარე რომ ანათებდა
იმ წყლიან თვალებს , შენ რომ გამშვენებდა


ღამემ იზეიმა შენი დაბადება
მთვარე მიილია, დროებით მიიმალა
კვლავაც გამოჩნდება, კვლავაც იზეიმებს
მთვარე, მთვარე გაზაფხულის სუსხიან ღამეს

ღამეს, აჩრდილივით მშვიდს და უცილობელს,
ღამე შეეგება კვლავ ახალ სიცოცხლეს
ბევრი მოევლინა სუსხიან ღამეს
გაზაფხულის მანათობელ მთვარეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent