სევდიან პოეტს
მინდა დავიწვა,გადვიქცე ფერფლად, რომ მორჩეს გლოვა დღეგრძელიანი; მსურს,ამ გრძნობებით გავიქცე შენთან, რომ დაგანახო დღეები მზიანი. ახლა მე ვუმზერ იმ ვარდის რტოებს, მიდევს გრანელის ლექსთა კრებული; გიგონებ,ახლაც,სევდიან პოეტს და ვზივარ მარტო,ჩაფიქრებული. გავიდნენ დღენი,დარი ვერ ვნახე, მოწმეა ამის წმინდა უფალი; ეს სიყვარული ყოფილა მახე და ვერა გავხდი თავისუფალი. ამ სიყვარულის ვარ პატიმარი, ციხის კედლებში გამომწყვდეული; გთხოვ შემ მიშველე,შენ მარიამო… ვარ გულმოკლული,გადაკარგული. სენაკის კუთხეში ჩუმად ვტირი, დღე-ღამე ისმის ჩემი ქვითინი და ეს ცხოვრებაც ჩუმად ჩამივლის, ისე,რომ დარჩება კვლავ ცვეთილი. გულმა ვერ მოუკლა ბავშვს ოცნება, მაგრამ არაერთხელ დაიტირა; ეს იყო,ალბათ,მერვე საოცრება, ვერონამ შენ რომ ვერ დაგივიწყა. სხვას რომ არავის შეავლო თვალი, ზედაც არავის რომ არ შეხჰედა; ტრფობა იყო მისი გალავანი და ერთადერთი ტკბილი შეგრძება. რა მწარეც არ უნდა ყოფილიყო, ერთ წამს არ ვნანობ და არ ვინანებ; სხვა ქალაქს ვიყო,უცხოეთს ვიყო, მოსვლას მაინც არ დავიგვიანებ! განთიადისას მორიგ ლექსს გიწერ, ვფიქრობ გახსოვვარ,ხანდახან მაინც; იცოდე,შორიდან ყოველთვის გიმზერ, სტროფებს ვატან უამინდო მაისს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.